შუახევის მუნიციპალიტეტში ზვავი ჩამოწვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს, ხოლო ზედა ზონებში 80 სანტიმეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში 14 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალ ზონებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. გზის წმენდა მიმდინარეობს გომარდულის, დარჩიძეების, შუბნის, ჩირუხის, გორი-პაპოშვილები-მახალაკიძეების, ხიჭაური-ნაღვარევის მიმართულებით. ამ დროისთვის სამი მიმართულებით იწმინდება გზები ქედის მუნიციპალიტეტში: ქედა-მერისი-ნამონასტრევი, დანდალო-ხარაულა-ტაკიძეები-არძენაძეები და ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეები.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.