შს მინისტრი პატრულმა შეზღუდვების დარღვევისთვის დააჯარიმა

დღეს შს მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად იყო ერგნეთს სტუმრობდა.

როგორც “ალიასთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და მისი თანმხლები პირები პატრულის თანამშრომელმა ქალბატონმა დააჯარიმა.

შს მინისტრი დაჯარიმდა იმისათვის რომ ის და მისი თანმხლები პირები არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და არ იყვნენ ერთმანეთისგან არათუ ორი მეტრით, ერთი მეტრითაც კი დაშორებულნი.

გარდა ამისა, შს მინისტრს არათუ სამ ადამიანზე მეტი, ათ ადამიანზე მეტი ახლდა თან – რაც კანონდარღვევაა, რადგან როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველგან და ყველასთვის ვრცელდება აკრძალვა.

ასევე, როგორც “ალიას” უყვებიან, შს მინისტრის თანმხლები პირების ნაწილს თან არ ჰქონდათ საშვები.

გადავიდეთ მასალის იმ ნაწილზე, სადაც უნდა მოგიყვეთ, ვინ მოგვაწოდა ინფორმაცია – არის ასეთი დღე და მას ჰქვია პირველი აპრილი.

რა თქმა უნდა გომელაური არ დაუჯარიმებიათ და საპირველაპრილო ხუმრობაა. ხო, ჯერ კიდევ პირველი აპრილია…

რაც შეეხება პატრულს, ხუმრობის გარეშე ვიტყვით, ერთ დიდ ტაშსაც იმსახურებენ და ერთ დიდ პრემიასაც – ჯერ თვითიზოლაციის დამრღვევებს სდიეს, ახლა კომენდანტის საათს აკონტროლებენ მაღალი პროფესიონალიზმით.

აღმაშენებლის ნახევარი სანამ გავიარეთ, 4 საპატრულო მანქანა შეგვხვდა – გაგვაჩერეს, საბუთები ნახეს, გადაგვამოწმეს და ჯანმრთელობაც გვისურვეს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შს მინისტრი დააჯარიმეს არა ის კიდო,ეგ ზღაპრები ბებიათქვენს მოუყევით……

    1. ანონიმური

      პირველი აპრილიაო,ვერ წაიკითხე?

  2. ----

    ukbilo xumroba oyo, vicit sad vcxovrobt

  3. ანონიმური

    ვაი შენ პატრონს ანუ ბიძინას😂
    ბებიასაც მოვუყევით და ბაბუასაც და ორივე ჩაბჟირდა
    , შენ რა გჭირს ასეთი? კორონა შეგეყარა😷

  4. ანონიმური

    ეეჰ უკვილოა აბა რაააა სტომატოლოგები არ მუშაობენ და გომელაურის დამჯარიმებელი აბა ვინააა… პრობკასავით გავარდება სამსახურიდსნ!
    მაგას რა ენაღვლება, მერაბიშვილივით ეგეც ლექსუსით დაშხუილობს

  5. ანონიმური

    ყოჩაღ ,, ალიას “ ვინ გაუბედავს განსაკუთრებულ ბლატნოი მინისტრს ! ყველა ტრაკს ულოკავს

  6. ანონიმო

    დღეს პირველი აპრილია😁

  7. ბიძო

    დეენძრა მაგ პატრულს

  8. გიორგი

    პრემია არდაგავიწყდეთ, რა დროს პრემიებია თქვე კაი დედმამისშვილებო…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.