შორენა ბეგაშვილმა “კანონიერ ქურდს” ესპანეთში ჩააკითხა – ვინ არის მისი რჩეული?

მსახიობი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში საყვარელ მამაკაცთან, „კანონიერ ქურდ“ ლაშა ბარათელთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

წყვილის რომანი დიდი ხნის წინ დაიწყო და გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ბიზნესმენ ქმარს სწორედ ლაშა ბარათელის გამო დაშორდა.

ფოტო, რომელიც შორენამ Instagram-ზე გამოაქვეყნა, ესპანეთში არის გადაღებული. შორენა იქ კარანტინის დროს იმყოფებოდა და საყვარელი მამაკაცისგან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინიც გაიარა.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ლაშა ბარათელს კარგი ურთიერთობა აქვს შორენას ქალიშვილთან ევა ბარბაქაძესთან, რომელსაც დაბადების დღეზე მანქანა აჩუქა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სომეხია? გვარი გადაკეთებული აქვს .

  2. ანონიმური

    2014-12-17
    25 წლის სოხუმელი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ სანკტ-პეტერბურგში, მისივე ბინის სადარბაზოში შვიდმა პირმა სასტიკად სცემა და დანით სახე დაუსერა. „პრაიმკრაიმი“ წერს, რომ ბარათელს დანით სასქესო ასოც დაუსერეს.

    რუსული პოპულარული კრიმინალური გამოცემის ინფორმაციით, „ჭია“ „ჰასანელების“ მხრიდან განხორციელებული შურისძიების ობიექტი გახდა. ერთერთი ვერსიით, სწორედ „ჭია“ მიიჩნევა „დედ ჰასანზე“ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი თავდასხმის ინიციატორად და დამგეგმავად, რომელიც, სხვათა შორის, ვერ განხორციელდა.

    „პრაიმკრაიმი“ წერს, რომ ლაშა ბარათელის ადგილსამყოფელის დადგენა ადვილი არ იყო, რადგან ის ხალხმრავალ ადგილებში ან თითქმის არასდროს ჩნდებოდა, ან მხოლოდ დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. გამორიცხული არ არის, რომ მისი ადგილსამყოფელის სესახებ ინფორმაცია „ჰასანისტებმა“ მისივე გარემოცვიდან მიიღეს, რის შემდეგაც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში „შემსრულებელთა“ ოცკაციანი რაზმი გაიგზავნა.

    14 ადამიანი სადარბაზოს შესასვლელში დარაჯობდა, ხოლო შვიდი მე-12 სართულზე იყო დადარაჯებული, სადაც ლიფტიდან გამოსვლისთანავე ბარათელს თაბს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დანით ე.წ. „ბოზური იარა“ მიაყენეს. სავარაუდოდ, „ჭიას“ სახე ისე აქვს დასერილი, რომ მისი ცნობა სარკესაც კი გაუჭირდება.

    „ჭია“ მოსკოვის ერთერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, „ჰასანელები“ კი მორიგ გამარჯვებას ზეიმობენ. შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „დედ ჰასანის“ კლანის წარმომადგენლები, ძირითადად, მერაბ ჯანგველაძის მომხრე, მის კლანში მოაზრებულ „კანონიერ ქურდებს“ ესხმიან თავს.

  3. ანონიმური

    ნადირ სალიფოვს და შაქრო კალაშოვს საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ახალი თაობის „კანონიერი ქურდი“, წარმოშობით სოხუმელი ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“. ის ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან. სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“. მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში ბარათელი რუსეთში დააკავეს და საქართველოში გამოადეპორტეს, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცველები არ დახვედრიან. ის მხოლოდ მომდევნო დღეებში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს, საიდანაც კვლავ რუსეთში დაბრუნებას ცდილობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და ამასთანავე, ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ,

  4. ანონიმური

    დათა თუთაშხია. 21 საუკუნის პუტანკა კიკუე!

  5. ანონიმური

    ერთი საქონელია!

  6. sos

    ამ ამბის გაგებას ველოდებოდი კარგა ხანია კარგ ხასიათზე რომ დავმდგარვიყავი…

    1. ანონიმური

      მეც არ ვჭამდი მანამდე

  7. ანონიმური

    არ შეგვიწუხენ გული ამ უაზრო ამბებით ვის რაში გვაინტერესებს მაგატი საქმე დედამიწა გვემხობა გონია თავზე

  8. ანონიმური

    Hook ratseksixar

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.