„შოპინგის დროს კოვიდინფექციის გადაცემის რისკი დაახლოებით 0.6%-ია“

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ხშირად ადამიანები გაოცებულები არიან იმ ფაქტით, რომ კოვიდის მქონე პაციენტთან კონტაქტში მყოფს არ გამოუვლინდა ინფექცია და ეჭვი უჩნდებათ დიაგნოსტიკის სისწორეში.
კვლევებით დგინდება, რომ კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5% ინფიცირდება, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს კონტაქტების ტიპის მიხედვით.

მაგალითად, უშუალოდ ოჯახის წევრებზე ინფექციის გადაცემის რისკი 10-დან 40%-მდეა; ახლო, მაგრამ არამუდმივი კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, თუ ერთად ისადილეს) რისკი საშუალოდ 7%- შეადგენს, ხოლო ნაკლებად ახლო კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, შოპინგის დროს), გადაცემის რისკი დაახლოებით 0.6%-ია.
იმ ჯანდაცვის მუშაკებზე გადაცემის რისკი, რომელთაც არ იციან, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ, ანუ ნაკლებად იცავენ სიფრთხილის ზომებს, საშუალოდ 3%-ია”.

  •  
  •  

კომენტარი

  1. რა იყო კიდევ,"ცვეტში" გინდა ყოფნააა...

    ჯერ კაცობრიობას, ადამიანის ორგანიზმზე, კოვიდ-19 მოქმედება არ შეუსწავლია ბოლომდე და ამ ყანამ როგორც ყოველთვის თქვა რეჩი.

  2. მთარგმნელი

    ანუ ხალხო, ახლ ტალღაზე იმუშავებს , უკვე ტანსაცმლის მაღაზიების ქსელებიო!. ხოლო ნახევრად შიშველი ლილო და მისთანები დაიკეტებაო .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.