შოთაძე გენ. პროკურორად წარადგინეს! – “ოცნება გვტროლავს”, თუ “ოცნებას ტროლავენ”?

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.

საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ცხრა კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე აიტვირთება.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, მან პოსტი დატოვა.

ვინ არის “ოცნების” პიარია, ასეთი ჭკვიანი?

პირველი აპრილია?

ყველას ამნეზია დაგვემართა? 

საქმე, რომლის გამოც გენ. პროკურორმა თანამდებობა დატოვა – არც კი დასრულებულა.

დაგვცინით?

აბა, თქვენ დაგცინიან და იმას გაკეთებინებენ, რაც თქვენთვისვეა უარესი?

ალია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.