“შიდა ტურიზმიო და დასვენება კი არა, ბანკის ვალები რით გადაიხადოს უმუშევრად დარჩენილმა ხალხმა?”

„ალიას“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, ექსპერტი, გია ხუხაშვილი ესაუბრება:


– უცხოეთის ქვეყნები კი შეპირდნენ ფინანსურ დახმარებას ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ეს ფული ჯერ არ მოუციათ. ბიუჯეტი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ვისაც დაპირდნენ დახმარებას პანდემიის გამო, მათაც ვერ აძლევენ ხელფასს. უკვე იმაზეც არის ლაპარაკი, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, შესაძლოა, ვერ გასცენ ხელფასები.


– მძიმე ვითარებაა. ბიუჯეტში ფული აღარ არის და ჯერ არც უცხოური დახმარებები შემოსულა, ეს ვიცი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მაინც ჯიუტად აკეთებს იმას, რაც ამ ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს, ხალხს ვერ შეეშველება ამ უმძიმესი სოციალური კრიზისის დაძლევაში. ისევ ტურიზმში აპირებს ფულის ჩაყრას. ამ დროს გამოდის ერთ–ერთი ეპიდემიოლოგი და აცხადებს, ტურისტი თუ შემოვა საქართველოში, სამედიცინო ცნობა უნდა წარმოადგინოს ბოლო სამ დღეში აღებული, რომ გავლილი აქვს კორონავირუსზე შემოწმება, ვირუსი არ დაუდასტურდაო და მერე, ორკვირიან კარანტინს გაივლის საქართველოშიო.


– პაატა იმნაძემ განაცხადა ეს.


– კი, ბატონო, მან განაცხადა. ახლა რომელი ტურისტი ჩამოვა აქ ამ განცხადების მერე? ეს ერთი. მეორეც, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური, ბევრს შეუმცირდა შემოსავალი და სამოგზაურო ფული, ხალხს აღარ ექნება. ტურისტების ნაკლებობა იქნება მთელს მსოფლიოში, ტურისტული აქტივობა არ იქნება, შიდა ტურიზმზე კეთდება ყველგან აქცენტები. ტურიზმის ცენტრებად აღიარებულ ქვეყნებში უკვე შეგუებულები არიან, რომ კატასტროფულად შეუმცირდებათ ტურისტების რაოდენობა და ეს საქართველოსაც დაეტყობა. ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებებს რატომ იღებენ, არ ვიცი. რატომ მტრობენ ამ ქვეყანას და საკუთარ თავს? ჩვენთან არც შიდა ტურიზმზე შეიძლება აქცენტის გაკეთება. ხალხი აქაც დაზოგავს ფულს. მოგზაურობა და დასვენება კი არა, ბანკის ვალები რით გადაიხადოს უმუშევრად დარჩენილმა ხალხმა, იმას ფიქრობენ. თუ მარტო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ხალხის იმედად არიან, ვისაც ფინანსურად ეს კრიზისი არ შეხებიათ, ეს ძალიან ცოტაა. ისინი ვერ დაძრავენ შიდა ტურიზმს. მოკლედ, ტურიზმი გვექნება ტურისტების გარეშე – აქამდე, ამ აბსურდამდე მივყავართ ხელისუფლების ლოგიკას. სტუმარი თუ არ მოდის, გააღე სახლის კარები, იჯექი რამდენ ხანსაც გინდა და ელოდე.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №18

  •  
  •  

კომენტარი

    1. ანონიმური

      kama.ge

  1. Mamu

    Martali brdandebit batono Gia.

  2. Sandto

    Umuhevari davrhi arc 200 lari momces ori patara bavhvi mkavs banks valic makvs AR vici ra gavaketo. Mtavrobas mivmartav gtxovt damexmaret.

  3. ანონიმური

    gia magari kacixar exla bidzinas mcovelebisgan camova kkritika dedamotknuli kotesgan simartlisgan ar geckinos nagvebisgan araperi

  4. Temo

    Ise koceboo da nacebo AR hagejaamt satkal kacisas.

  5. Baduri

    Martalia temo uejveli gadavaklspot ikneba azrze movidnen da kvekanas mixed on.

  6. Kaxa

    Amden, ginebas rogor itanen es karg m. Hear got.

  7. ანონიმური

    ეს ის გია ხუხა არ არის კვერცხების გამო და ჟურნალისტზე ზეწოლის გამო რომ გამოაგდეს? როდის იყო მართალი და მაგარი? მაშინ თუ ეხლა როცა ოპოზიციას შეურღდა? როცა ოცნებაში იყო მაშინ არ იცავდით და როცა ოცნებას დაუპირისპირდა უწოვთ თქვე ყლეეებო? იმიტომაც არჩევნებზე მიგეტყვნებათ დედები ოპოზიციას, რომელიც კაცის მკვლელებს და მტყვნელებს შეუერთდა?

  8. კორკოტ

    შენი პესიმისტი კარგის ტაკუნებიც კი ვატირე გია

  9. ანონიმური

    შემოვლენ გარედანაც ტურისტები და ამუშავდება ისევ ყველაფერი

  10. ანონიმური

    ეს კაცი იმაზეა ორიენტირებული როგორმე გაუხეთქოს ხალხს გული ბახმაროს ნიავივით ნუ უბერავ გია ბატონო,

  11. ანონიმური

    ეჰ გია გია, მაგრა აგერია თამაშები.

  12. ანონიმური

    ki elodet turistebs aucileblad movlen gaisad albad

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.