“შეცდომებს ვხედავ, “ოცნებაში”, მაგრამ მთავარია, მათში ვერ ვხედავ ბოროტებას – იქ სადაც ბოროტება არ არის, ჩემთვის მისაღებია“

„ალიას“ ესაუბრება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

– თქვენ ვაკელი ხართ? ამბობენ, რომ ვაკელები არ აპროტესტებენ ჭავჭავაძის გამზირის შეცვლას და მხოლოდ „კალოშიანებს“ არ მოსწონთო, ამ სიტყვებით წერენ, ზუსტად.

– კი, მე ვაკეში დავიბადე, გავიზარდე, ჩემთვის ვაკე არის ჩემი სოფელი. არ მაქვს სხვა სოფელი. ასევე ვეკითხები აზრს სხვა ვაკელებსაც, ძირძველ ვაკელებს და არა „სამარიაჟოდ“ ვაკელებს, იმათ, ვისაც არ აურჩევია საცხოვრებლად ვაკე და უბრალოდ აქ დაიბადა და ყველას ერთი აზრი აქვს. არ მომწონს, რა თქმა უნდა არ მომწონს, საშინელებაა უკვე და სექტემბერში როცა ქალაქიდან გასული ადამიანები ჩამოვლენ, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. ტრამვაი რომ ყოფილიყო, გადასარევი იქნებოდა, უბანში, სადაც არ არის მეტრო, თანამედროვე ტრამვაი იქნებოდა მეტროს შემცვლელი, ფაქტიურად მიწისზედა მეტრო. დღეს არსად ქალაქში არ არის საცობი, ვაკეში უკვე საცობია. გამწვანება ძალიან მომწონს, მაგრამ სხვა დანარჩენზე რა გითხრათ. პირდაპირ გეტყვით, მენანება ბიძინა გეგიძე, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი ხმა დაკარგოს ამის გამო. გამორიცხულია ამან უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. ადამიანები სამსახურებში რომ ვერ წავლენ, რა თქმა უნდა იქნება უკმაყოფილება. რატომ უნდა მაიძულო ავტობუსში ჩაჯდომა, არ მინდა, სადაც ბევრი ხალხია,  ვერიდები, თუნდაც კოვიდის გამო. სრულიად შეგნებულად ვერიდები. ჩემი არჩევანია, ტაქსით მინდა წავიდე. ველოსიპედზე ვერ დავჯდები, თორემ, კი ბატონო, სიამოვნებით. დავდიოდი ახლაგაზრდობაში. სახლში არ უნდა გამომკეტო, იმიტომ რომ მოძრაობა იქნება შეუძლებელი. მაცხოვრებლები ძალიან შეწუხებელნი არიან და მე მესმის მათი. ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება, შეეჩვევითო და რატომ უნდა შევეჩვიოთ დისკომფორტს, მე ეგ არ მესმის. მალე, ალბათ ვაკეში ცხოვრება ტოქსიური იქნება და მე ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. მოძრაობა, როცა დგას, გამონაბოლქვი იმატებს.

– ვის მისცემთ 2020 არჩევნებზე ხმას?

– ქართულ ოცნებას. მე დიდი არჩევანი არა მაქვს და თამამად რატომ ვამბობ ამას – ნაციონალებს და მათთან აფილილირებულ პარტიებს ხმას ვერ მივცემ, იქ ყველა ძველი სახეა, ადამიანები, რომლებიც უსამართლობასთან ასოცირდებოდნენ, ყველა ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო სათავეში იქ არის. მე სხვა არჩევანი არ მაქვს. ერთი ირმა ინაშვილია, რომელიც არ არის აფილირებული ნაცებთან და ალბათ, ბევრ ადამიანს ვურჩევ, რომ იფიქრონ ამაზე, მაგრამ მე პირადად მაინც „ოცნებას“ ვაძლევ ხმას. უამრავ შეცდომას ვხედავ, „ოცნებაში“, მაგრამ რაც ჩემთვის მთავარია, მათში ვერ ვხედავ ბოროტებას, ამიტომ, იქ სადაც  ბოროტება არ არის, ჩემთვის მისაღებია.

თამო კეშელავა, ალია №27

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ესეც ქლესობს

  2. ანონიმური

    ჯერ იქამდე ვერ დავედით რომ არც ბოროტება და არ შეცდომები არ გვინდოდეს?

  3. თამრო

    გეთანხმები.

    1. ანონიმური

      ბოლო, ბოლო, ბარემღაც იკისრე რაღა! გახარიას ლოკომოტივს უნდა მივცე ხმათქო. და შესაბამისად, სხვა არჩევანი არ გვაქვსთქო.

  4. ანონიმური

    ქვეყანას მომავალი და პერსპექტივა მოუაპეს და ერთადერათი მიზანი ვერმანიაში იაფი ბილეთების ყიდვაა მოსახლეობისთვის- ეს რა არის შე ღორის გაგდებულო???

  5. ანტონი

    ახია თქვენთვის ვაკელობო, ყოველთვის მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდით და ქვეყანას აზიანებდით. სვეტები!!!

  6. სათვალე გამოცვალე რომ შეხედო შეცდომების ბოროტებას

    სათვალე გამოცვალე რომ შეხედო შეცდომების ბოროტებას

  7. ანონიმური

    ამას კაი შემოსავალი აქვს, მშიერი არაა და რაღაცეებს ფანტაზიორობს.

  8. ანონიმური

    .machalikashvili qvevrshi bavshvi sakdrisi aba es boroteba araa?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.