“შესაძლოა, მეც გამიჩნდეს სუიციდის სურვილი” – რას ჰყვება ბაჩანა ლობჟანიძე?

ბაჩანა ლობჟანიძე, ბაჩალიაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის იმ დიალოგისთვის, რაც მასსა და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს შორის შედგა.

„მინდა მობოდიშებით დაწყება და ცხადია, არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ, როგორც თავად, ქალბატონმა თეონამ მითხრა…. მე და ქალბატონ თეონას თავიდან ასეთი ურთიერთობა არ გვქონია, “ფეისბუქზე” მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს და ასე გავაგრძელეთ ურთიერთობა. არანაირი ნეგატიური ფონი არ ყოფილა. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც მესენჯერში მომწერა, რომ საელჩოსთან აქციას აპირებდა… ალბათ, უნდა დავფიქრებულიყავი, რას ვეტყოდი და რას მივწერდი, ალბათ, უფრო მეტად უნდა მეფიქრა ჩემ სიტყვებზე. ეს სიტყვები ახლა, შეიძლება, ერთგვარი მობოდიშებაც იყოს ჩემგან. ქალბატონ თეონას ვუთხარი, რომ FBI “ეიფლთან” კავშირში არ იყო… თურმე, თამარი გავიტყუე თეთრიწყაროში და ჩემი გაუჩინარებულია. როცა თამარი გაუჩინარდა, დეიდასთან ვიყავი და ის დაადასტურებს, რომ იქ ვიყავი. ჩემ ტირილზე გაიღვიძეს სახლში და ამას ჩემი დეიდაშვილიც დაადასტურებს. ქალბატონი თეონა მოითხოვს ჩემ ფსიქიკურ დასკვნას, მე შემიძლია, გავესინჯო ექიმს.

ჩემზე ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და რატომ არ ფიქრობენ, რომ მეც შესაძლოა, ამის ფონზე თვითმკვლელობაზე ვიფიქრო?

სახლში მარტო რომ ვიყო, შეიძლება, სუიციდის მცდელობის სურვილი გამიჩნდეს, ასეთი ზეწოლის ფონზე. როცა სახლში შევდივარ, შუქს ვანთებ და ისე შევდივარ. ეს მას შემდეგ ხდება, რაც თამარი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თეონა თამაზაშვილმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილზეც მკითხა, იყო თუ არა „მოგზავნილი“.

თამარი მშობლებზე ნაკლებად საუბრობდა, მაგრამ როცა საუბრობდა, ნეგატიური დამოკიდებულება არ ჰქონია. თამარის მეგობარმა დაკრძალვის შემდეგ მითხრა, რომ თამარმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა და ვიღაცებმა გადაარჩინეს… საგამოძიებო უწყებას ვენდობი, მაგრამ ინფორმაცია არაა სანდო. გარანტია არ მაქვს, რომ მისი ბრაუზერიდან სხვამ აკრიფა ის სიტყვები, იქნებ შეღწევა მოხდა მის ლეპტოპში”

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    შეიძლება გაუჩნდეს სურვილი…
    მაგარია….
    შეიძლება არც გაუჩნდეს…
    კაცი, რომელსაც ე.წ. შეყვარებული არასოდეს ურეკავდა, 5 დღე გოგონა დაკარგული იყო და ეგ ამბობს, რატომ უნდა მომეძებნაო, ყურებამდე შეყვარებულია, მა რა არის?
    ვაი, შენს პატრონსაც და დამქირავებელსაც…

    1. მაია

      მეგობარმაც თქვა გოგონას ნათქვამი, რომ 10 დღე არ შემაწუხოო და რა გიკვირთ ამ ბიჭის ნათქვამი: თავად უნდა მოეწერა, როცა სამსახურიდან წამოვიდოდაო.

  2. გი

    ხო, უცნაურია ძალიან რატომ არ უნდა დერეკა რამდენიმე დღე???? არ რეკავ როცა მიმოწერა გაქვს ვინმესთან… ან იცი რომ წასულია გასართობად, საქმიან შეხვედრაზე,
    ანუ არ აწუხებ, პირიქით ელოდები როდის გამოვა კონტაქტზე…
    საინტერესოა რა იცის ამ კაცმა… გრიგოლიას არხზე იჯდა, გვარამიას არხზეც ვუყურე -ყველგან იგივე!!!არ დაამთავრე
    ბინეს საუბარი!!! განსაკუთრებით ტრაპაიძემ მომიშალა ნერვი!

  3. ანონიმური

    ამას რატო ალაპარაკებენ, მე ის მიკვირს, გარეულია ბინძურად???

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.