“შესაძლოა, ვიცოდე, რატომ არ ბრუნდება პოლიტიკაში კვირიკაშვილი…”

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელი იქნება:

„მივესალმები, თუ კვირიკაშვილი პოლიტიკურ ციკლში იაქტიურებს, ეს ნამდვილად მისასალმებელია. არ ვიცი, ის რამდენად გადადგამს ამ ნაბიჯს, რადგან მისთვის ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იქნება.

ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვინც მოახერხა პოლიტიკიდან ისე გამოსვლა, რომ სერიოზულად არ არის კომპრომიტირებული და აქვს ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, კვირიკაშვილი ამ ადამიანების რიგს მიეკუთვნება”

კითხვაზე, რატომ იკავებს ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი  პოლიტიკაში დაბრუნებისგან თავს?! – ხუხაშვილი გვპასუხობს:

„თავს შევიკავებ ამ საკითხზე კომენტირების გაკეთებისგან. შესაძლოა, რაღაც ვიცოდე, მაგრამ მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ, თვითონ უნდა თქვას.

ყველა ადამიანს აქვს გარკვეული გარემოებები, რომელთა გამოც, შესაძლოა, ის პოლიტიკაში დაბრუნებისგან თავს იკავებდეს”

პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Exla eg gvadarde.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.