შეიძლება უფრო მეტია ინფიცირებული ვიდრე ჩვენ ვავლენთ, უნდა დაველოდოთ – თამარ გაბუნია

უნდა დაველოდოთ და დასკვნას გავაკეთებთ 15 იანვრისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების მოხსნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენ მოგვიწევს, რომ დავაკვირდეთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. იმიტომ რომ 1 800 შემთხვევა იყო  დღეს, 2 000  – გუშინ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევების გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არაგვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს თუ რამდენი ინფიცირებული ადამიანი ვლინდება, როდესაც ხდება გამოკვლენა კორონავირუსზე. 5%-ზე მაღალი როცაა, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური, შეიძლება უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული ვიდრე ჩვენ ვავლენთ”

“ალია” შეგახსენებთ, რომ ამისთვის არსებობს მასობრივი ტესტირება, ამისთვისაა მოგონილი, რომ მეტი შემთხვევა გამოავლინოთ, თუ არსებობს… ლოდინი არ უშველის, ასე შეიძლება წლობით მოგვიწიოს, ქალბატონო თამარ ლოდინი…

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.