“შეიძლება საგანზე ბრალდებულის დნმ არ ამოვიდეს და შემთხვევითი გამვლელის დნმ ამოვიდეს”

ექსპერტიზით გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა შემხებლობა არ ფიქსირდება, სწორედ ამ საკითხზე გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე საუბრობს და ამბობს, რომ მისმა გამოცდილებამ ამ მხრივ აჩვენა, რომ დნმ-ის პრაქტიკა არასწორხაზოვანია.

მისი თქმით, დნმ არის უტყუარი მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მასზე პროფილის აღმოჩენა.

„ჩემმა პრაქტიკამ აჩვენა ის, რომ დნმ-ის კვლევის პრაქტიკა  არასწორხაზოვანია, შესაძლებელია თქვენ რაღაც საგანზე მთელი დღის განმავლობაში ხელი გქონდეთ მოკიდებული, მისით ისარგებლოთ და თქვენი დნმ არ ამოვიდეს და შემთხვევითი გამვლელის დნმ ამოვიდეს.

დნმ არის უტყუარი მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მასზე პროფილის აღმოჩენა. რაც არის ის არის. ეს არის ექსპერტიზის დასკვნა და ეს დასკვნა უნდა იყოს მისაღები ყველასთვის“

“ალია” აქვე გეტყვით, რომ ვესაუბრეთ ექსპერტებს და ინფორმაცია, რომელსაც მირიან ნიკოლაძე ავრცელებს, არ შეესაბამება სიმართლეს – თუ საგანი ბრალდებულეს ხელში ეჭირა, განსაკუთრებით ჩხუბის დროს და მასზე ბრალდებულის დნმ-ის კვალი არ ამოვა, შემთხვევითი გამვლელის კვალი თავისთავად არ ამოვა.

დნმ რომ ასე დაფრინავდეს და გამვლელების დნმ ხვდებოდეს საგნებზე, დნმ-ის ანალიზსს სასამართლო მტკიცებულებად არ მიიღებდა.

უცნაურია, მაინც რომელი “შემთხვევითი გამვლელის” დნმ-ის კვალი იპოვნეს ჩანთაზე?

რა არის დნმ, როგორ რჩება ის საგანზე ამაზე ვრცლად მოგვიანებით მოგახსენებთ.

ალია

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    თაღლითი, შარლატანი, დემაგოგი, გამყიდველი, თვითმარქვია, ფლიდი და ა.შ. ვის აინტეტესებს ამის აზრები

    1. ანონიმური

      ვერ მოირგო პოლიტიკოსის მანტია ამ შაკალმა არსებამ თუ რა ?!

      1. ანონიმური

        ჯერ მოისინჯოს და მორგებაზე მერე იზრუნოს, მაგის წარმოებული პოლიტიკა¿¿¿

  2. ანონიმური

    შავი ძაფით დაკერილო განდონო, რეებს ბოდავ…იქნებ შორიდან სნაიპერმაც კი ესროლა დნმ, კვალის ასაბნევად…ეს ვარიანტი გამოგრჩა, შე უსაცოდავესო არსებავ,შენა!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.