“შეიძლება ვირუსი მუტირებდეს, საჭიროა დამატებითი ქმედებები რომ სტატისტიკა, არ გახდეს 14%”

ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „არენაში“ ისაუბრა:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წელზე ზევით მოქალაქეებისთვის მივიღებთ განსაკუთრებულ ზომებს. მათი სამუშაო ადგილებიდან შვებულებაში გაშვებით, შემსუბუქებით იმით, რომ არ დატოვებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს და ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ თვითიზოლაციას და გავაკეთებთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას, დაუშვათ, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს მივაწვდით ადგილზე იმ წამლებს და ავამოქმედებთ სხვადასხვა სისტემას ერთობლივად, რათა ეს ჯგუფი გადავაზღვიოთ და ამ ჯგუფში არ გამოგვეხატოს ჩვენ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

კორონავირუსს აქვს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი და მისი ქცევაც ასევე უცნობია მეცნიერებისთვის. როდესაც ჩინეთში პირველად დაიდო სტატისტიკა, ჩინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც და თვითონ ეს რისკ-ჯგუფებიც იყო აბსოლუტურად სხვა. დღეს იტალიაში ეს რიცხვები არის სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ვირუსი მუტირებდეს. და უკვე ამ ვირუსის თვისებების გამომდინარე საჭირო არის მივიღოთ მსოფლიოში დამატებითი ღონისძიებები და ქმედებები განვახორციელოთ, იმისთვის, რომ ის სტატისტიკა, რომელიც დღეს პოზიტიური არის 39 და 49 წლის მოქალაქისთვის, არ გაუარესდეს და არ გახდეს 14%. აქედან გამომდინარე არის სრული მობიზილიაცია მსოფლიოში გამოცხადებული“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.