„შეიძლება, დედას პურის ფული არ ჰქონდეს და შვილი აგარაკებს იშენებდეს“

პროდუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს:

„რანაირი ცხოვრება და ჟამი დადგა! გუშინ ვუყურე შვილმკვდარი დედა სოფელ სოფელ დადიოდა, მამრები სხედან და ფეხზეც კი არ წამოუდგნენ გამწარებულ დედას !ადრე ერთი ოჯახის ტრაგედია მთელი საქართველის ტრაგედიად იქცეოდა,ყველა ჭირისუფალი იყო! ახლა? ახლა მაპატიეთ და სეირის მაყურებლებს დავემსგავსეთ სეირის! გავცივდით და გონება ისე გაიყინა ,შეიძლება დედას პურის ფული არ ჰქონდეს და შვილი აგარაკებს იშენებდეს, ადამიანს წამლის ფული არ ჰქონდეს და ხალხის იმედად იყოს! ბევრი გამიგია, მომისმენია და მინახია!რამ გაგვაცივა? რატომ გავხდით ასეთი სასტიკები და დაუნდობლები? ან როგორ სძინავთ? ჩავიკეტეთ , ჩავირაზეთ და მხოლოდ აქ კლავიატურის მშრალი კაკუნით ვაფრქვევთ ან გულანთებულ კომენტარებს ან აგრესიას! მე ის ქალაქი მენატრება, ის ,სადაც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არასოდეს ყოფილა! მეზობელი სტუმრებს რომ ელოდებოდა, მთელი სამეზობლო ფუსფუსებდა, სკამიდან დაწყებული მარილით დამთავრებული სახლში სკამს არ დაიტოვებდნენ რომ სტუმარი ფეხზე არ დარჩენოდა! ჭირი და ლხინი ერთად გაჰქონდათ!ქუჩაში ჩხუბს რომ დაინახავდნენ მთელი ქუჩა გავარდებოდა გასაშველებლად!ახლა? ახლა ფანჯარას მიხურავენ რომ ხმაურმა არ შეაწუხოს და ვინ ვის მოკლავს საერთოდ არ ანაღვლებთ!სამაგიეროდ მერე მორალს დაწერენ , გაკიცხავენ, გაანადგურებენ და ამითი კმაყოფილები მიეშურებიან სასთუმალს! სიცივეა ერში სიცივე და გულგრილობა, უსიყვარულობა! უსიყვარულობა რომელიც გვანგრევს!კი არ გვანგრევს უკვე დაგვანგრია! ერთადერთი ვისაც ჯერ კიდევ გული შეტკივა ეს ემიგრანტები არიან რომელსაც ჯერ კიდევ ის ძველი ცხოვრება ჰგონიათ და სრულიად უცხო ხალხი უანგაროდ ეხმარება მათთვის უცნობ ადამიანებს! და მადლობა მათ ამისთვის!“

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ყველა ის სოფელი შემოიარა, სადაც გაუჩინარებამდე იმყოფებოდა მისი შვილი და მოსახლეობა თავად გამოკითხა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    იმასაც არ ეტყოდნენ ნორმალურად, რაც ნახეს და იციან.

  2. ანონიმური

    ჰოდა ის ემიგრანტები რომ დაბრუნდებიან, აქ რა დახვდებათ და რა უნდა იცხოვრონ შინ თუ გარეთ—–ეგ ძალიან მძიმე თემაა

    1. ანონიმური

      ყველგან სიცივე,არავის არავინ არ აინტერესებს,მხოლოდ ერთმანეთის გაკიცხვა,ადამიანურად მესმის ის რაც ხდება ,მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია.ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ვაიძულებ თავს ამ წნეხს გავუძლო და ისევ უკან არ მივბრუნდე.დაბრუნებიდან 3 თვის შემდეგ რას განვიცდი?ამის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ არ შეიძლება.მართლა მძიმე თემაა.ამ მდგიმარეობაში ვინც არ ყოფილა უბრალოდ ვერ გაიგებს,ვერ იგრძნობს ეს რა შეგრძნებაა.ეს შოკია,სრული შოკი.

  3. ბესო

    მამრი არა ციყვი იდი ნახუი რა შე ყლე ქალა, არც შენ მგონია სანუგეშოდ დადიოდე ყოველ საღამოს ფონიჭალაში

  4. ანონიმური

    am kveksnas sraferi ar ehveleba tavs yhvelot sanan droa aseti kartveli xalxi ar maxsovs tsn evropeloba undat evropelebi kiara azielebic agar xart

  5. გივი

    მამრი და მდედრი რაშუაშია, უსულგულობაა გამეფებული საქართველოში და ეს მოდის პუტჩის მერე, ნელნელა და მეთოდურად…

  6. ციხისთავი ზურაბი

    ესაა შედეგი ბოლო 19 წლიანი საშინელი (ლიბერ-დემონოკრატების) ერთ ერთი ექსპერიმენტისა საქართველოს მოსახლეობაზე

  7. ანონიმური

    givi gamarjoba mevar ro shevrigdit asprocentianixar ugulo da gaborotebulia xalxi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.