“შეთანხმება უნდა შესრულდეს!” – 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორები

8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“8 მარტის შეთანხმება იყო, პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება.

პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც  გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული  იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული  არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით  დავაკვირდებით.

ამავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობის და ცვლილებების სრულად მიღებისკენ. ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ;

ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია”

  •  
  •  

6 Comments

  1. თბილისელი

    მოძალადეები გამოდიან ესენი. ჩვენს მართსაჯულებაში ერევიან. რა ხდება?

  2. 🤮🤮🤮

    ამათ დედებს რომ შესცა ქართველმა ერმა!!! არ მოტყნეს ტვინი!? თავისი დედამოტყნული ქცევებით აზიზღებენ ხალხს თავის თავსაც და ზედ ამერიკა-ევროპასაც!!!
    თქვე დედამოტყნულებო ჯერ თქვენთან მოიკითხეთ დემოკრატია შტატებში-კინაღამ ქვეყანა აგიტრიალდათ!!!

    1. ანონიმური

      zatknis ruski gavno

  3. ანონიმური

    ოპოზიცია ვალდებულია შეასრულოს შეთანხმების პუნქტები

  4. ანონიმური

    რურუა არ არის პოლიტპატიმარი და ვერც გამოუშვეებენ ჯობია შეასრულონ ეს შეთანხმება

  5. maha pharma steroids

    734960 572255I was reading some of your content on this web site and I conceive this internet website is genuinely informative ! Keep on putting up. 27870

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.