შეზღუდვები გამკაცრდება, სამინისტროები დღის ბოლოს წარადგენენ პროექტებს

კორონავირუსის პრევენციის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები მთავრობას შეზღუდვების პროექტს დღის ბოლომდე მიაწვდიან.

„აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. მინდა გითხრათ, რომ​ ​დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელებიც შესაძლოა ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.