შაქარაშვილი 2-ჯერ მოხვდა წყალში, ერთხელ გონზე იყო, მეორედ კი… – რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი, გალინა კარმუშინა, ნიკა გვარამიასთან საუბრისას ამბობს, რომ შაქარაშვილი წყალში ორჯერ იმყოფებოდა. მისი თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელი პირველად გონზე იყო, როდესაც მდინარეში აღმოჩნდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მე ვერ ვიტყვი ვინ ჩაიდინა დანაშაული ექსპერტიზიდან გამომდინარე, თუმცა საქმის დასკვნები საუბრობს მხოლოდ საქმის გარემოებაზე. ის პრაქტიკულად 2 ჯერ მოხვდა წყალში…  ერთი, როდესაც გონზე იყო, ხოლო მეორედ, როდესაც მიიტანეს და აქ დადეს…“ – ამბობს კარმუშინა.

ცნობისთვის, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

„რეზონანსი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ქალი საერთოდ სად ბანაობს, ან ნიკუტიამ იცის ,ან მაგან?
    ერთხელ გადააგდეს არაგვში, მერე გაცურეს, გამოცურეს, ამოიყვანეს, რომ ნახეს, დამხრჩვალა, ისევ გადაუძახეს…
    ამას სიცხე გაუზომეთ ან წნევა, …..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.