შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო – რა საერთო აქვს მუხროვანის ამბოხთან?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა ფეხბურთელის ბიძას და ოჯახის ადვოკატს ემუქრება. მისი განცხადებით, არასრულწლოვან ზ.ხ-ს გიორგი შაქარაშვილი სახეზეც არ ჰყავდა ნანახი და უდანაშაულოა.

თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ მისი ვაჟი ვახო ჩიქოვანის მეგობარია და ის მცხეთაში სხვა ბიჭებთან ერთად მანქანების წამოსაყვანად დაბრუნდა.

– ბატონო თამაზ, რატომ ითხოვთ შაქარაშვილების ოჯახთან შეხვედრას?

– მინდა შევხვდე მის ოჯახს, მივუსამძიმრო ეს უდიდესი ტრაგედია და დაველაპარაკო. დიდი სალაპარაკო მაქვს მათთან, ყველაფერი ვიცი მირიან ნიკოლაძეზე და ვთხოვ ოჯახს, მირიანი ამ საქმეს ჩამოაშორონ.

მირიანმა ამ საქმეში დიდი ფული აიღო, აგარაკს ყიდულობს ახლა და ყველა მნიშვნელოვან გარემოებაზე თვალს ხუჭავს. ორი დღის წინ, ნარკობარონი გამოვიდა ციხიდან, რომელსაც ნიკოლაძე იცავდა.

ეს ბიჭები მკვლელები არიან და კოკაინის ბარიგა არ არის მკვლელი?!

სპეცრაზმში როცა ვმუშაობდი და ტყეში გვქონა დავალებები, გველი თუ შეგვხვდებოდა თავს ვუჩეჩქვავდი და ვმარხავდი. ასე ვუზამ მირიანსაც, სხვას ღმერთი მოიყვანს სისრულეში.

– სპეცრაზმში მუშაობდით?

– დიახ, არ დაგიმალავთ და გეტყვით, მე ღრმა დაშიფვრის ოფიცერი ვიყავი საიდუმლო სამსახურში. ჩანერგვა რა არის ხომ ხვდებით? ვანო მერაბიშვილთან ვმუშაობდი, მე გავხსენი მუხროვანის ამბოხი. ნდობაში შევედი გია ღვალაძესთან და კიდევ ოთხ პირთან, შემოვიტყუე ჩემთან სახლში და ისე ავიყვანეთ, ერთი ტყვია არ გავარდნილა ჩემს სახლში.

მერე კანტუზია დამემართა, ვეღარ ვმუშაობდი და პენსიაში გავედი, მაგრამ პროფესიონალი პროფესიონალად რჩება. მყავს ძმაკაცი საიდუმლო სამსახურში… საბურთალოს სასტავს შეხვდა ის, დალიეს, ილაპარაკეს ბიჭებმა და უთხრეს, როცა გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილი გაიქცნენ, გიორგი წყალში გადავარდა, ამის გამო ამირხანაშვილს შეეშინდა და იმიტომ ამოვიდა გზაზეო.

ჩემმა შვილმაც მითხრა, როცა მცხეთიდან მოვდიოდით, ამირხანაშვილი ამბობდა, ნეტა არ გავქცეულიყავითო.

primetime.ge

  •  
  •  

კომენტარი

  1. ნათი

    ბლეფია,წყალში ჩახტა დამტვრეულ-დაჟეჟილი და ნაცემი ბიჭი? რატომ არ უშველეს?

  2. ჟორჟიკა

    ღრმა დაშიფვრის ოფიცერი თუ იყო საიდუმლო სამსახურში. თან ჩანერგილი, ვანო მერაბიშვილთანაც მუშაობდა ! მაშინ არ იტყვის ტყულს და ასიანი გამკეთებელია! დაენძრა ბიძას?!

  3. თავხედი

    ამ კაცის გაზრდილი რა უნდა იყოს. ეჭვიც აღარ მეპარება, რომ მისი შვილი მკვლელობის თანამონაწილეა

  4. ანონიმური

    სწორია,ვერც კი ხვდება რა დათვურ სამსახურს უწევს შვილს,კი მაგრამ დაშიფვრის ოფიცერი და ასეთი გამოშტერებული?იმიტომ ვართ ამ დღეში.თან ვანოსთან ნამუშევარი.ამოშხამდება შენს ოჯახს არამი ლუკმა.

  5. მარიკა

    და გველს რატომ უჩეჩქვავდით თავს? წასულიყო თავის გზაზე…

  6. ანონიმური

    რა ამბოხი იყო მუხროვანში, ეს ზონდერი კიდევ რას ლაპარაკობს თავისი პირით.
    რამდენი მაგ ბიჭივით უდანაშაულო ეყოლება მიშას და ვანოს ბრძანებით გასაღებული…
    ნიკოლაძესაც რომ ემუქრება…
    ეს თავის შვილს უნდა მიუსვა გვერდით….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.