ყოფილი ელჩი ელჩის წინააღმდეგ – “გერმანიის ელჩი მოვალეობას გადაახტა!”

გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თავის მოვალეობებს გადააბიჯა და დიპლომატიური პროტოკოლი დაარღვია, შესაბამისად კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი კრიტიკისთვის პოლიტიკურად არ დაზარალდება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.  ამის შესახებ „2020NEWS”-თან იაპონიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და უშიშროების საბჭოს ექსმდივანმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით კი, ბოკერია ის ოპოზიციონერია, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პრემიერის პოსტზე მოიაზრება და მისი კანდიდატურა პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად განიხილება.

დიპლომატიაში, მასპინძელ ქვეყანაში ელჩის საქმიანობის  დაწერილი და დაუწერელი კანონები არსებობს. რასაც ჩვენ ვხედავთ – უტაქტო ჩარევასა და ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერას გერმანიის ელჩის მხრიდან, ცალსახად იმაზე მიანიშნებს, რომ ჰუბერტ ქნირში არღვევს ნებისმიერ დიპლომატიურ  პროტოკოლსა და მასპინძელი ქვეყნაში საქმიანობის ეტიკეტს,  ემხრობა პოლიტიკური პარტიის პოზიციას. მას არ აქვს ამის უფლება, რომ მხარი დაუჭიროს, პოლიტიკურ ორგანიზაციას. 

პოლიტიკოსების შეფასებები, რა თქმა უნდა, არის გადამეტებული, იქნება ეს ბოკერია თუ ნათელაშვილი, მაგრამ ელჩმა  კონკრეტული მითითების ან კრიტიკის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მისცეს, მაგრამ თუ ამას აკეთებს, ეს მხოლოდ მის პირად მოსაზრებად უნდა იყოს დაფიქსირებული. როცა ამას ელჩი აკეთებს, ეს  ყოველთვის ხდება არაფორმალურ გარემოში და ამ დროს,  უნდა დაკონკრეტდეს, რომ მისი პირადი პოზიციაა, სხვა შემთხვევაში, ელჩი გერმანიის სახელმწიფოს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.

გერმანია აღმოჩნდება ძალიან გაუგებარ სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც  8 მარტის ხელშეკრულების მონაწილე მხარე მხოლოდ გერმანია კი არა,  პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და, ევროსაბჭოა. კონკრეტული ქვეყნის ელჩს  მხოლოდ მათთან კონსულტაციების შემდეგ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთოს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, როცა მოლაპარაკებებში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები იგივე პოზიციას არ აფიქსირებენ, გამოდის, რომ  „გერმანიის ელჩმა ელჩის მოვალეობას გადააბიჯა“. მეტიც, მაჭავარიანის თქმით, შეუთანხმებელი პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებით, დაწერილი თუ დაუწერელი დიპლომატიური პროტოკოლითა და წესებით, ელჩის საქციელი „გამართლებას არ ექვემდებარება“.

  •  
  •  

კომენტარი

  1. aristo

    BOKERIA DA PREMIER-MINISTRI? SASACILO RAME tQQVIt,ISE MARtALIA -MOIAZREBA MXOLOD DA VCE

  2. ანონიმური

    თუ ელჩები სწყვეტენ ვინ იქნება პრემიერ მინისტრი,მაშ რაღა საჭირო ყოფილა ხალხი, ამდენი ხარჯები ,დათვალეთ ხმები ელჩებს შორის , ვინც ბევრ ხმებს მოაგროვებენ გამოცხადდეს გამარჯვებულად.ჩვენ მაინც არავინ არაფერს არ გვეკითხება,ხოდა არ წავალთ არჩევნებზე და ეს იქნება ჩვენც დავისვენებთ და ეს უდღეური ელჩებიც.

  3. ანონიმური

    ხალხს არ გვეკითხებით ხომ,ბოკერია გვინდა თუ არა საერთოდ პოლიტიკაში არა?

  4. თამარი

    თუ ამათ საწინააღმდეგოდ ითქვა რამე, ატეხავენ ერთ ამბავს, “აღშფოთდებიან”! კი მაგრამ მაშინ სად შეძვრებით ხოლმე ოპოზიციის სასიკეთოდ რომ ერევიან ელჩები ჩვენი ქვეყნის საქმეებში? არ გაწყობთ არა მაშინ ხმის ამოღება! ოცნებამ უნდა დაიხუროს ქუდი, მაგრამ თქვენ წინ უნდა გაუძღვეთ….ამნეზირებულია მგონი ეს ხალხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.