ყირიმ-კონგოს სიმპტომები – ვრცელდება თუ არა ვირუსი ადამიანიდან?

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. ვირუსი მეტწილად გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში.

მსოფლიო სტატისტიკით დაავადებულთა 15%-ის (ხშირად გაცილებით მაღალი – 30-40%) გადარჩენა ვერ ხერხდება,

გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.

ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.

ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა დავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის კბენაა. დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად ს პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან.

დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების შორს წასულ შემთხვევებში.

ყირიმ-კონგოს ცხელების სიმპტომები

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას – 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი – 13-14 დღე.

ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ჩაწითლებული თვალები.

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

წყარო – medicalcity.ge

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში უკვე 10 ადამიანს დაუდასტურდა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.