“ყინულის არქონის გამო ცხედრის გადმოსვენება ისევ ვერ ხერხდება” – აქცია ფონიჭალაში

ფონიჭალაში ბაჩალიაშვილების ოჯახი და მეზობლები ამ წუთებში აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეებიდან ირკვევა, ისინი ორი რამით არიან შეწუხებულები, პირველი ის, რომ ყინულის არ არსებობის გამო ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.
ასევე, როგორც აქციის მონაწილეები, ამბობენ მათი სურვილია შეუერთდნენ შსს-თან მიმდინარე აქციას, თუმცა სანამ ცხედარი არ იქნება გადმოსვენებული მანამდე აქციას ფონიჭალაში გამართავენ.

“შეწუხებულები ვართ, ყინულის არ არსებობის გამო მიცვალებულის გადმოსვენება ვერ ხერხდება და მეორე ის, რომ გავიგეთ, აქცია მიმდინარეობს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ ცხედარს არ გადმოასვენებენ ვერ მივდივართ მანდ”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.