“ყველა ჟურნალისტი, ვინც ამ მხდალი ეგომანიაკის სამსახურში ხართ…” რას წერს ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ რედაქტორი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სამარცხვინო ეგომანიაკის ბოდვითი აშლილობისთვის დიდად არ მცალია, მაგრამ ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი.

სანიტარული დერეფანი სჭირდება სააკაშვილთან ყველა პარტიას, ვისაც საქართველოს დემოკრატიული და ნორმალური განვითარება ანაღვლებს!

დღეს,  ახალგაზრდაც და მოხუციც იმას ცდილობს, რომ ივანიშვილი, ქართული დემოკრატიის შავი ჭირი ხელისუფლებას ჩამოაცილოს და ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე დააყენოს!

როგორც რობერტ სტურუაზე დამეთანხმეთ, ზუსტად ასე დამეთანხმებით სააკაშვილზეც – ეს ზუსტად ვიცი!

მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე გეუბნებით:

ა) ყველა ჟურნალისტი, რომელიც ამ მხდალი ეგომანიაკის სამსახურში დგახართ – თქვენი ხელიდან ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!

ბ) ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის მოწყალების მოლოდინში ხართ (ეგებ სიაში მოგახვედროთ) და თვალს ხუჭავთ მის უმსგავსობაზე – ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!

რაც მალე გააცნობიერებს ყველა, რომ მიშა სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა ივანიშვილთან ერთად – მით მალე წავალთ წინ.

ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გიგას მოხალისეები თეკლათში არიან და მარტოხელა მოხუცებს ეზოებს უთიბავენ, რომ გადაადგილება შეძლოს იმ ხალხმა – ზოგს ინსულტი აქვს, ზოგი უბრალოდ ვერ დადის.

ვბრაზობ, რომ ამდენი ნაღდი საქმეა საკეთებელი და მე გადამგდები და მშიშარა ეგომანიაკის ბოდვების გარჩევა მიწევს, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ რომ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა და რაც მალე მიხვდებით და შესაბამისად იმოქმედებთ, უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის“

  •  
  •  

10 Comments

  1. გალელი

    სად იყავით არჩევნებამდე? ეხლა გაგახსენდათ სამეგრელო? ან მთლიანად მოსახლეობა ოპოზიციურ პარტიებს? რაში გაინტერესებდათ ხალხს რა უჭირს? მლინქველები ხართ

  2. ანონიმური

    მიშა რომ არა შენს ქმარს და მის პარტიას ის 2% იც არ ექნება ცოტა ტორმუზი ენაზე. და საერთოდ შენი ბოღმა შენთვის შეინახე. მაგარი ცუდი ადამიანი ხარ გეტყობა.

  3. ანონიმური

    და შენ ვისი ცოლი ხარ მანგუსტ?სულხან მოლაშვილის ცოდვა გეყოფათ ორივეს, შთამომავლობის ჩათვლით, ჯოჯოხეთში მოსახვედრად

  4. ანონიმური

    შენ და შენი ბუღა ქალიშვილები გახდით? ყოველი შენი გამოცერცეტება, რეიტინგად ედება მიშას!

  5. ანონიმური

    რას ჩაასკდით მანდ? აქამდის ატლანტა იყო და ეხლა სამეგრელო გახდა?

  6. ანონიმური

    ვაა კარგად ვიხალისე გიჟთამარას გამოხტომაზე და მის განეიტრალებაზე.

  7. ანონიმური

    გიჟთამარა კარგი იყო

  8. ანონიმური

    გიგა თიბავს, თამარას სულგუნი ამოყავს! საწველში ნუ გაუშვებთ, ძროხის ძუძუებს მოარიდეთ, მაინც, რას ჩაიდენს არ იცით))))))

  9. MauriceHeeds

    no prescription viagra buy cheap sildenafil over the counter viagra

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.