“ყველა ექიმს და ექთანს თუ არ დავტესტავთ, მივიღებთ იმას, რისიც გვეშინოდა – წინ მეორე ტალღა გველოდება”

“ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დიდი ტალღისთვის არ არის მზად. დიდი თუ იქნება, ამას ვერ გავუძლებთ, ერთადერთი წამალი საქართველოსთვის არის სოციალური დისტანცირება“ , – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ, ვახო ხუზმიაშვილის  „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს. ყველა ექსპერტები ვთანხმდებით, რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის.

საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩება და შემდგომ სავარაუდოდ მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრიდან. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულები დავხვდეთ. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ.

რაც შეეხება მეორე ტალღას – ამას გამოიწვევს შემდეგი – ხალხი დაიღლება და დაიწყებს გარეთ გამოსვლას. ეს არის ადამიანი ბუნება. „მე კარგად ვარ არაფერი მჭირს“. ნახეთ რა ხდება სინგაპურში, იქ უკვე წავიდა მეორე ტალღა. თავიდან კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს გარეთ გამოსვლა.

ძალიან მიხარია რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი. მე ვფიქრობ რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები.

პირველი არის – სოციალური დისტანცირება. თუ გავდივართ გარეთ, შევეცადოთ 2 მეტრის დისტანციით არ გვქონდეს კონტაქტი არავისთან.

მეორე საკითხია ტესტირება – უნდა მოხდეს მიზნობრივი და არა მთელი მოსახლეობის ტესტირება, რადგან რადგან ჩვენ არ ვართ სამხრეთ კორეა, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჩვენი რეალურად ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების, არ გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ, ამიტომ მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება აბსოლიტურად ყველგან უნდა იყოს.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან მყარი. ბოლო 15 წელი ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე, მაგრამ გვაკლდა დიდი სტრატეგიული ხედვა, ვთქვათ იყო ერთი პროექტი მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ არ იყო ხედვა, რომ აგვეშენებინა მყარი ჯანდაცვის სისტემა.

საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის“

რეალური სურათი რომ დავინახოთ ყველა ჩვენი სამედიცინო მუშაკი უნდა დავტესტოთ, განსაკუთრებით საგანგებოს ექიმები. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ, უკვე გვექნება ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩვენი ექთნები არიან რისკ ჯგუფში. ძალიან ბევრ საავადმყოფოებში ექიმების და ექთნების საშუალო ასაკია 60 წელი“

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    კორონავირუსის აფეთქვება ქალაქ ვუჰანში, შემოდგომის პერიოდში, ნოემბერი დაიწყო, ხოლო დეკემბერში ეს პროცესები მხოლოდ დაჩქარდა. საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ჩინურ ლაბორატორიებში, კორონავირუსის გენომი გაშიფრული უკვე დეკემბრის ბოლოსთვის იყო, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ ნიმუშების განადურების ბრძანება გასცა და შესაბამისად, შედეგები არ გამოქვეყნებულა.

    30 დეკემბერი – ექიმმა ლი ვენლიანგმა საჯაროდ აცნობა ექიმებს და მოქალაქეებს ვირუსის შესახებ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

    31 დეკემბერი – ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გააფრთხილა, რომ მათ აქვთ მტკიცებულება, იმისა რომ ვირუსის გადატანა ადამიანიდან-ადამიანზე შესაძლებელია. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ორგანიზაცია პეკინს ემორჩილება და არ აქვს კარგი ურთიერთობა ტაივანთან, ეს სიმართლე დაიმალა.

    14 იანვარი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა “ტვიტერზე” განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების თანახმად, ვერ დადგინდა ადამიანის გადაცემაზე ნათელი მტკიცებულებები. ამ დეზინფორმაციის გამოაშკარავებას კი ზუსტად ერთი კვირა დასჭირდა.

    22-23 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა დასვა საკითხი – გამოცხადდეს თუ არა Covid-19 საერთაშორისო ჯანმრთელობის გადაუდებელ მდგომარეობად. ამ დროს უკვე ვირუსი გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში და ამგვარი დეკლარაციის მიღება უკეთ მოამზადებდა სამყაროს საშიშროების წინაშე. რეალურად, ეს მარტივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, რომ არა პეკინის წინააღმდეგობა, ამიტომაც გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა წინადადება გაუაქმა და გაემგზავრა ჩინეთში, მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებზე და არა ჯანდაცვის მიმართულებით შესასრულებელი მისიის გამო.

    30 იანვარი – ერთი კვირის დაგვიანებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო აღნიშნული დეკლარაცია და განაცხადა, რომ მას ეჭვი არასდროს შეჰპარვია ჩინეთის ჯანდაცვის პოლიტიკის გამჭვირვალობაში. თუმცა, საუთჰემპტონის საუნივერსიტეტო კვლევის თანახმად, კორონავირუსული შემთხვევების რაოდენობა შეიძლებოდა 95%-ით შემცირებულიყო, რომ არა ჩინეთის მიერ მისი დამალვის მცდელობები.

    30 იანვარი – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რეკომენდაცია გასცა, რომ არ შეზღუდულიყო ვაჭრობა და გადაადგილება ქვეყნებს შორის, რადგან ამის აუცილებლობა სამყაროში არ იდგა. თუმცა ეს რეკომენდაცია პრეზიდენტმა ტრამპმა, არ გაითვალისწინა და მეორე დღესვე შეზღუდა გადაადგილება ჩინეთის მიმართულებით. აღნიშული გადაწყვეტილების გამო, ტრამპი ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ შეზღუდვამ გარკვეულწილად შეაჩერა ვირუსის გავრცელება.

    11 მარტს – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია და დაიხურა ქვეყნების საზღვრები. ანუ ყველა გადაწყვეტილება რაც აქამდე მიიღეს იყო დაგვიანებული, დაკარგეს დრო და შესაბამისად, ადამიანები.

    ეს აღიარება ტრაგიკულია, მაგრამ უმრავლესობის შემთხვევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარუმატებლობა გასაკვირი არ არის და მთავარი ბრალდებული თავად ხელმძღვანელი, ტედროს გებრეისუსია, რომელიც არის პოლიტიკოსი და არა ექიმი.

  2. mơ cá chép đánh con gì

    9613 948406Hi there. Quite cool internet site!! Guy .. Beautiful .. Fantastic .. I will bookmark your web site and take the feeds additionallyI am glad to locate so much helpful information right here inside the article. Thanks for sharing 86944

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.