ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 35 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა – 25 თავშესაფრის ბინადარია, 10- თანამშრომელი. კიდევ ხუთი ადამიანი ტესტის პასუხს ელოდება.
თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში.
“ალია” შეგახსენებთ, რომ ასევე წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, 79 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მაშინ, როცა ამირან გამყრელიძე მედიას სთხოვს დახმარებას, მოხუცთა თავშესაფრებში, რისკის ყველაზე დიდ ჯგუფებში ვრცელდება ვირუსი – როგორ ვრცელდება ვირუსი და რატომ ვერ პატრონობს სახელმწიფო მოხუცთა თავშესაფრებს? ამის გასარკვევად ვის ვთხოვოთ დახმარება “ალიამ”???
ჩვენ გვითხრეს რომ უნდა დავმსხდარიყავით სახლებში? – არ დავსხედით?
ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენ მაგიერ იმუშავებდნენ და ინფექციური საავადმყოფოს შენობაც ვერ გადახურეს, ექიმებიც არ გადაამზადეს.
ჩვენ გვითხრეს, რომ არ უნდა გვემუშავა, რადგან შიმშილზე უარესია ვირუსი, მოხუცებს დაგვიხოცავსო – დავუჯერეთ და ზოგი სამი თვით დარჩა უმუშევარი და ზოგი საერთოდ გაკოტრდა…
ჩვენ გვითხრეს, რომ ტურისტს ვერ შემოუშვებდნენ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ბიზნესის გარდა, არაფერი გვაქვს სხვა – ეგაც დავუჯერეთ!
ფრენები ჩაკეტეს – არც მაშინ გამოვსულვართ მასიურად ქუჩაში.
ჩვენ გვითხრეს, რომ ბავშვები სკოლებში ვერ ივლიან, რადგან ვირუსს მიუტანენ მოხუცებს – და არ დადიან ჩვენი შვილები სკოლებში.
ჩვენ გვითხრეს, რომ გვიჭირს და ამიტომ შიდა ტურიზმის განვითარება გვჭირდება, მცირედით რომ ამოვისუნთქოთ, პრეზიდენტი და პრემიერი პირადად უწევდა აგიტაციას შიდა ტურიზმს, დავუჯერეთ და ახლა ჩვენ გვბრალდება მომატებული რიცხვი ინფიცირებულთა!
და ამ დროს ვირუსი ვრცელდება ექიმებში და მოხუცთა თავშესაფრებში – როგორ? ყველაფერი ხომ დაგიჯერათ ხალხმა, როგორ ვრცელდება მოხუცთა თავშესაფრებში ვირუსი, რას აკეთებთ არასწორად? საერთოდ რას აკეთებთ?
ვისი ბრალია? რეგულაციაა არასწორი? აბა, რეგულაციებს არ იცავენ? არ აკონტროლებთ? რომელი რგოლი მუშაობს ცუდად, რომელი რგოლია მანდ ზემოთ სუსტი? გვითხარით, რომელი რგოლია სუსტი, თორემ, აქედან ისე ჩანს, რომ ყველა რგოლი სუსტია!
eseni marto ocnebbas ulokaven
ახლა გამყრელიძე უნდა დაჯდეს სახლში და ჩვენ ვიმუშავებთ, თან თავიანთივე რეგულაციებით ასაკიანები სახლშიო და შეასრულონ!
დიახ, ყველა რგოლი სუსტია, რბილად რომ ვთქვათ. სულ ტყუილად ყელყელაობდნენ თავიდანვე, მითუმეტეს ძალიან მცირე ტესტირება ტარდებოდა. ზღაპრები არაა საჭირო, ვიცით ჩვენი უბადრუკი სამედიცინო სექტორის სიდიადე.
მილიონები აშოვნინა მაგათ კოვიდმა! სხედან მთავრობის წევრებთან ერთად და ფულებს იყოფენ! მორჩა კონცერტი!
korona aris didi belfi
xalxo gaboleben
ამათ გონიათ კიდე დაფეთდება ხალხი!- წერეთ და იკითხეთ თქვენი სტატუსტიკა! ხომ დაგვტოვეთ მშიერი , ხო და თავში ქვა გიხლიათ (