ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა კორონავირუსით მკურნალობისას

ჩინეთის ქალაქ უხანში მოღვაწე ექიმებმა, საიდანაც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, აცხადებენ, რომ დღეს ევროპელი ექიმები ზუსტად იგივე შეცდომას უშვებენ, რაც მათმა ჩინელ კოლეგებს მოსდიოდათ ეპიდემიის საწყის ეტაპზე და რამაც ჩინეთი პრაქტიკულად კრიტიკულ ზღვარამდე მიიყვანა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს. ეს შეცდომა კი თავად სამედიცინო პერსონალის არასაკმარისის დაცულობა იყო.

იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსზე თავად ჩინელ ექიმებსაც საკმაოდ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. გარდა ამისა, ინფექციისაგან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებები – სამედიცინო ნიღბები და ა.შ. – ავადმყოფებისთვისაც არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობით. ამის გამო სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი ზერელად უყურებდა მათ პირად უსაფრთხოებას. შედეგად, დაახლოებით 1000 ექიმი და ექთანი თავად დაავადდა კორონავირუსით და 46 მათგანი გარდაიცვალა კიდეც. ამან კი თავის მხრივ ახალი პრობლემა წარმოშვა – სამედიცინო პერსონალის მკვეთი დეფიციტი უხანსა და სხვა ქალაქებში.

პეკინის სამედიცინო კოლეჯის პროფესორის ვუ დონგის თქმით, მათი ევროპელი კოლეგები „კოვიდ-19“-ით  ყოველდღიური მუშაობის გამო ინფიცირდებიან, რაც უხანში იანვარში არსებულ სიტუაციას ჰგავს. პროფესოორმა აღნიშნა, რომ  მედპერსონალის დაცვაა საჭირო.   

პეკინის სამედიცინო კოლეჯის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი დუ ბინი კი ამბობს, რომ უხანის ექიმებიდან კორონავირუსთან ბრძოლის დროს, დაინფიცირების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ოტორინოლარინგოლოგები (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები) და ოკულისტები (თვალის ექიმები) დაზარალდნენ, რადგან მათ პანციენტებთან, როგორც წესი, უფრო ახლო კონტაქტი აქვთ, ვიდრე სხვა პროფილის ექიმებს.

ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ მაშინაც კი, როდესაც ინფექციის ლოკალიზება ხდება, რადგან ინფექციის სხვა, ახალი შემთხვევები გამორიცხული არაა. 

განსაკუთრებით ჩინელმა ექიმებმა ყურადღება მიაქციეს სიფხიზლის აუცილებლობას მაშინაც კი, როდესაც ინფექციის გავრცელება ლოკალიზებულია. ეს არის იმის გამო, რომ ინფექციის ახალი შემთხვევები არ არის გამორიცხული.

დღეისათვის ჩინეთში ეპიდემია ნელ-ნელა უკან იხევს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის ეპიცენტრად ევროპა გამოაცხადა. მათი ცნობით, ყველაზე მძიმე სიტუაცია იტალიაშია, სადაც ინფიცირებულთა რიცხმა 27 ათასს გადააჭარბა, ასევე სერიოზული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეინიშნება ესპანეთში (11,7 ათასი) და საფრანგეთში (6,6 ათასი).

„რეზონანსი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. #%$&

    მალადეეეც, ჩინელებო, მართლა ყოჩაღთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.