“ყველაზე ზნედაცემული პრეზიდენტი და ყველაზე გოთვერანი ფილოსოფოსი…”

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ზნედაცემული პრეზიდენტი გახლავთ და ყველაზე გოთვერანი ფილოსოფოსი – ვიგოდნიკი. ოპოზიცია კი უპრინციპო და მწყობრი ღირებულებების არმქონე კონგლომერატია.


რომელ პოლიტპატიმრებზე საუბრობს – გიორგი რურუაზე? ისე, ნიკა რურუამ არ უთხრა საჯაროდ, თუ არაფრის მაქნისი ხარ და არაფერი შეგიძლია რას ზიხარ მაგ სკამზე – გადადექიო?

აბა, მითხარით, რომელ ოპოზიციონერს არ აქვს ენა დასველებული დეკანოზ მამალაძის ციხეში უკანონოდ ყოფნაზე? ყველას! ანუ ეს გჭირდებოდათ, თორემ გეკიდათ? მარგველაშვილი ის პრეზიდენტი არ არის, ორჯერ რომ მიმართეს შეწყალების თხოვნით და ვერ გაბედა, რადგან მეუფე შიომ შეეშვი მაგ საკითხსო, შემოუთვალა?..

თავისი კრიმინალი სანათესავო და სამეგობრო კარგად შეიწყალა, თან არაერთხელ. რატომ აგროვებთ ამ ჩასარეცხ არსებებს და რატომ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, როცა აიძულებთ ამ უპრინციპო და კომფორმისტ არსებას მისცენ ხმა? მარგველაშვილის პოლიტიკური განაჩენისთვის ბენდუქიძის და დეკანოზის ქეისებიც საკმარისი იქნებოდა ნებისმიერ გონიერ და თავმოყვარე საზოგადოებაში. მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოში – არა! ფრიად სამწუხაროა.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მარგველაშვილს რომ ირჩევდნენ,თქვენი ხმა ვის ერგო ბატონო გოჩა?

  2. ანონიმური

    ყველაფერი სწორია–თუ გულწრფელი ხართ! სალომესგან ერთი იმით განსხვავდებოდა,პრეზიდენტის სასახლე არ დატოვა—საიდანღაც უბრძანეს, ვფიქრობ!

  3. იოსები იბესოი

    ახლა აქეთ გამოიხედე – ხომ მაგარი ხარ?… ამ გოთვერნებზე რას იტყვი? ვეღარ მოგწვდება არა მარგველაშვილი??? ზურგში ფურთხება გევასება არა?
    აკადემიის დირექტორს ესეთი ლექსიკონი რომ აქვს და ესეთი სიფათი, გავკარი იმ აკადემიასაც და..

    1. ანონიმური

      მართალია

    2. ანონიმური

      საქართველო იღუპება სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენებისა და თქვენნაირი ტვინმოლიპულო ადამიანების გამო…
      უარი თქვით უპრინციპო ადამიანებო სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილ-ბოკერია-რურუა-ახალაიების კრიმინალური რეჟიმის ნარჩენებზე, რომელთაც მოკლეს ზურაბ ჟვანია, დუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, მამა-შვილი ვაზაგაშვილები, გამცემლიძე, ფხაკაძე, გენერალი გია კრიალაშვილი, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და მრავალი სხვა…
      უარი თქვით უპრინციპო ადამიანებო სისხლიან ნაცრეჟიმზე, რომელთაც სადისტურად აწამა სულხან მოლაშვილი, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი და მრავალი სხვა ადამიანი.
      უარი თქვით სისხლიან ნაცრეჟიმზე, რომელთაც თავს მოგვახვია 2008 წლის აგვისტოს ომი და ტერიტორიების ოცი პროცენტი დაგვაკარგვინა…
      ნაცმთავრობამ გვამები მიატოვა და ქართველ ხალხს რუსთაველზე ომში გამარჯვება აზეიმა…
      უპრინციპო ადამიანებო, უარი უთხარით კრიმინალურ ნაცრეჟიმის ნარჩენებს, რომელთაც წიხლქვეშ ჰყავდა გაგდებული ქართველი ხალხი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში…

  4. ანონიმური

    ბატონო გოჩა.რიდესაც მარგველაშვილს ირჩევდით პრეზიდენტად.მაშინვე იყავით ქლიბი თუ ეხლა ხართ პიტალო?…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.