ყველაზე გემრიელი ცხელი შოკოლადი – ცივი ზამთრის სასმელი

კლასიკური ცხელი შოკოლადის რეცეპტი

მასალა:

კაკაოს ფხვნილი – 3 ჩ/კ

რძე – 2 ჭიქა

შაქარი – 5 ჩ/კ (სიტკბო არეგულირეთ გემოვნების მიხედვით)

ვანილი – 1 ჩ/კ

დაფქული წითელი წიწაკა ან ჩილი  – გემოვნებით (წიწაკის გამოყენება არ არის აუცილებელი, თუმცა, მის გარეშე ცხელი შოკოლადი კი არა  კაკაოს სქელი სასმელი უფრო გამოვა)

მომზადება:

კაკაოს ფხვნილი და შაქარი შეურიეთ. შეათბეთ რძე (არ წამოადუღოთ), ნელ-ნელა ჩააყარეთ შაქრისა და კაკაოს ნარევი და განუწყვეტლივ  ურიეთ. სულ ბოლოს დაამატეთ ვანილი და წიწაკა. სასმელი მზადაა! გადმოიღეთ შესაბამის ჭურჭელში და მიირთვით ცხელი.

ცხელი შოკოლადი შოკოლადის ფილით

მასალა:

შოკოლადის ფილა 100 გრამი (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შავი, მწარე, ასევე რძიანი შოკოლადი)

რძე – 400 მლ

შაქარი – 50 გრამი

ვანილი – 1 ჩ/კ

მომზადება:

შეათბეთ რძე (არ მიიყვანოთ ადუღებამდე) და ნახევარი ცალკე ჭურჭელში გადმოასხით. შოკოლადის ფილა გახეხეთ და ნახევარ პორცია ცხელ რძეში ჩაყარეთ. ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი, ვანილი, დარჩენილი რძე და ურიეთ განუწყვეტლივ. რამდენიმე წამში ცხელი შოკოლადი მზადაა. გადმოასხით ჭიქაში და მიირთვით ცხელი.

ზოგადი წესები ნებისმიერი სახეობის ცხელი შოკოლადის მომზადებისთვის:

  1. მზადების პროცესში აუცილებელია განუწყვეტლივ ურიოთ, რათა ერთგვაროვანი მასა მიიღოთ
  2. იმისათვის, რომ ცხელ შოკოლადს პიკანტური გემო და არომატი ჰქონდეს, დაამატეთ მცირე დოზით მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი ან მუსკატის კაკალი.
  3. გაფორმებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს. სასურველია, ცხელი შოკოლადი გადმოასხათ ლამაზ, სქელ ჭიქაში და გააფორმოთ თხილეულით ან ათქვეფილი ნაღებით.
  4. გაითვალისწინეთ, რომ ცხელი შოკოლადი საკამოდ კალორიულია და მისი დალევა სასურველია დილით ან დღის პირველ ნახევარში.
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.