„ღორის გრიპის კიდევ ერთი აფეთქება შეიძლება მოხდეს, როგორც ეს 2009 წელს მოხდა“

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ ჩინეთში მეცნიერების მიერ გამოვლენილი ღორის გრიპი ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

„ჩინელებმა ბოლო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ვირუსი გამოავლინეს. ის ჯერ კიდევ არ არის ადამიანებისთვის ინფექციური, თუმცა გენეტიკური გადარჩევის შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ასევე განმარტა, რომ როდესაც ვირუსის რამდენიმე სხვადასხვა შტამი ერთდროულად აინფიცირებს ერთსა და იმავე მასპინძელს, მაგალითად ღორს, მათ შეუძლიათ გენეტიკური ინფორმაციის გაცვლა.

„როდესაც ისინი ერთმანეთში აირევიან, მათ შემადგენლობაში რამდენიმე ელემენტი შედის, რამაც შესაძლოა ადამიანებზე მათი გადაცემა შესაძლებელი გახადოს. ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ღორის გრიპის კიდევ ერთი აფეთქება შეიძლება მოხდეს, როგორც ეს 2009 წელს მოხდა“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ლადო

    ეგაა რა-კორონა ნელა გვხოცავს და მოსაშველებლად
    ღორის გრიპს გამოგვიგზავნიან

  2. ანონიმური

    ერთად უკეთესი შედეგი დადგება თქვენი გათვლით.

  3. ანონიმური

    Barem ertdroulad gamouhvit tkveni dedamov.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.