“ქშა გრიპო” – კორონავირუსის საწინააღმდეგო “ლოცვა”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი კომპანიის შესასვლელში გამოკრული განცხადება წარწერით: „თუ გეშინია კორონა ვირუსის, ვირუსის საწინააღმდეგო ლოცვა. აუცილებლად ილოცეთ საწარმოში შემოსვლის წინ“. 

სოციალურ ქსელში მსგავს „ლოცვას“ საზოგადოების გამხიარულება მოჰყვა.

„პრაიმტაიმს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ ეს დღის პოზიტივი იყო და თანამშრომელმა იხუმრა. 

„ერთ-ერთმა თანამშრომელმა იხუმრა და ეს იყო დღის პოზიტივი. მან „სთორიში“ დადო ფოტო და მთელმა ფეისბუქმა აიტაცა“, – ამბობს ჩვენთან საუბარში მარკეტინგის მენეჯერი თაკო დიდებაშვილი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.