“ქუჩებში მოგვიწევს ლაზარეთების გახსნა” – ექიმების პროგნოზი და ჩინოვნიკების 9-თვიანი უმოქმედობა

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საზოგადოება ჩინეთთან ფრენის შეწყვეტას ითხოვდა და საქართველოს მთავრობა უარს ამბობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ექსპერტთა მხოლოდ მცირე ნაწილი ბედავდა აზრის დაფიქსირებას და უმეტესად, ინკოგნიტოდ გვირეკავდნენ, ჯერ კიდევ 26 და 27 იანვარს, “ალიაში” დაიბეჭდა ორი წერილი, სადაც ექიმები ითხოვდნენ ზუსტად იმას, რაც ახლა, 9 თვის მერე გვჭირდება და ისევ არ გვაქვს. რა პროგნოზებს აკეთებდნენ მაშინ ექიმები, ამას ცოტა ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს რამე წამოვაძახოთ და ვუთხრათ, აი, ხომ გეუბნებოდი, ჯერ კიდევ 9 თვის წინ, ხომ გეუბნებოდი და არ გააკეთე, 9 თვის მანძილზე, “ინფექციური” საავადმყოფოც არ გადახურე – არა, ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას საფრთხე, რომელსაც ჯიუტად არ უსწორებს თვალს – ამ საფრთხეს ქმნის ექიმების გადაუმზადებლობა, საწოლების არქონა და არმობილიზება, აღჭურვილობის პრობლემა, გრიპი ვაქცინის არშემოტანა! სამწუხაროდ, ჩვენ არ გავითვალისიწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება – ტყუილია, კორონავირუსი არ არის მკვლელი ვირუსი, ყველა ქვეყანაში, სადაც იყო დიდი მსხვერპლი, ფატალური შედეგები დააყენა ჯანდაცვის სისტემის პარალიზებამ, ადგილების არქონამ, ექიმების არყოლამ და ა.შ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა პედაგოგი, რომელსაც ჰქონდა ფილტვებია ანთება და დიაბეტი – თუმცა, ბათუმის “ინფექციურმა” იგი გადაიყვანა არც მეტი და არც ნაკლები – სასტუმროში! სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ბათუმის ინფექციურის დირექტორმა განაცხადა, რომ ფილტვების ანთება აქვს ნახევარზე მეტს და ასეთი რეგულაციაა, უნდა გადაეყვანათ სასტუმროში! – როცა ფილტვის ანთებიანი და დიაბეტიანი პაციენტი გადაგყავს სასტუმროში, ამის მერე ბრიფინგზე ვეღარ უნდა მითხრა, რომ პაციენტი დაიღუპა იმიტომ, რომ ჰქონდა ფილტვის ანთება და მდგომარეობა დაამძიმა დიაბეტმა!!!

დღეს, თბილისის კლინიკური გიმნაზიის პედაგოგი წერს, რომ მას ჰქონდა სიცხე, თუმცა, ტესტის გაკეთება, მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით შესძლო. დაუდასტურდა ვირუსი. გახდა ცუდად, გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ვერ გადაიყვანეს, არც ერთ კლინიკაში არ არის ადგილი!

26 იანვარი, “ალია”:

“თუ კორონა ვირუსმა საქართველოში შემოაღწია, ჩვენ ვხვდებით სრულად მოუწესრიგებელი, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, სასწრაფო დახმარება რომ გამოგეძახა – მინიმუმ 5 საათი ვერ მივიდოდა ბრიგადა სიცხიან ავადმყოფთან – საუბარია, გრიპის ვირუსზე, რომლის ვაქცინაც არსებობდა და ქვეყანამ არ შემოიტანა, წარმოდგენაც შეუძლებელია რა მოხდება, ჩვენთან რომ გავრცელდეს ვირუსი, რომლის ვაქცინაც არ არსებობს!

ჩვენ, ექიმები, ვთხოვთ ხელისუფლებას, მოგვეცით აღჭურვილობა, მოგვეცით საშუალება, საერთაშორისო ნორმების დაცვით ვიმუშაოთ!

მოვუწოდებთ კერძო კლინიკებს, ექიმებმა ყველაზე კარგად იცით, რა საფრთხეზეა საუბარი, იმასაც ხვდებით, რომ თუ ასე გაგრძელდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოვა საქართველომდე ეს ვირუსი – გაერთიანდით, ვერანაირი ფული ვერ უშველის ჩვენს ოჯახებს, თუ ვირუსმა საქართველოში შემოაღწია. გაერთიანდით, შექმენით ერთი კლინიკა, მოაწყვეთ, შეიძინეთ აპარატურა – მოემზადეთ და ჩვენ, სასწრაფო დახმარების ექიმებიც ჩვენს წილ ფიცზე და მოვალეობაზე უარს არ ვიტყვით, ვიმუშავებთ, ოღონდ საერთაშორისო ნორმების დაცვით, ვიმუშავებთ იმასთან ერთად, ვინც სამუშაო პირობებს შექმნის და ვიბრძოლებთ ადამიანთა გადასარჩენად და არა ფორმალურად, როგორც ახლა ვდგავართ აეროპორტებში თერმომეტრით ხელში უაზროდ.

27 იანვარი, “ალია” :

იმის მაგივრად, რომ პრობლემის გამოსწორებაზე ეფიქრათ, დაიწყეს იმის ძებნა, ვინ მისცა “ალიას” ინტერვიუ, რომელმა ექიმმა. არ ვარ მარტო, ჩემსავით ბევრი ფიქრობს და რას გვიზამენ, რამდენს გაგვიშვებენ სამსახურიდან?

რა გამოსწორდა გუშინდელი ინტერვიუს მერე? – პირბადეები დაარიგეს, ოღონდ თვლით და ოქმებით, რაოდენობას უთვლიან – დაესვარა, გაუფუჭდა – არ არის მიზეზი. პირბადეების რაოდენობას გვითვლიან!

ვნახე ამირან გამყრელიძის პასუხი, “ალიაში” ინტერვიუს მერე იმაზე ალაპარაკდა, რომ საჭიროა თურმე უსაფრთხო ტანსაცმელი, ტანსაცმელი, რომელიც აქამდე არც ერთხელ არ უხსენებია – ოღონდ ჯერ ადრეაო, ჯერ შემოვიდეს ვირუსი, ჯერ გადაივსოს ისედაც გადავსებული საავადმყოფოები და ჯერ დაიხოცოს ხალხი! მერე გამოიტანენ უსაფრთხო ტანსაცმელს.

კორონავირუსის დამარცხებისთვის საჭიროა ძლიერი იმუნური სისტემა – რამდენი ქართველი იკვებება სრულყოფილად? რამდენ ქართველს აქვს ძლიერი იმუნური სისტემა?

არც ხალხია დაცული და არც ექიმები!

გამოსავალი?

ექიმთა აღჭურვა, კლინიკის გამზადება, მაქსიმალური ზრუნვა, რომ გრიპის ეპიდემია არ გვქონდეს – ეს მაინც არ გვქონდეს დამატებული, გრიპის ვაქცინა და მედიკამენტი უფასოდ.

თუმცა, იმის შემდეგ, რაც პრობლემის აღმოფხვრა კი არ დაიწყეს, არამედ იმის ძებნა დაიწყეს, ვინ გაბედა ინტერვიუს გაცემა – დარწმუნებულნი ვართ – ჯანდაცვის სამინისტრო არ აპირებს სწორი ნაბიჯების გადადგმას.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვთ კერძო კლინიკებს – არა აქვს მნიშვნელობა პროფილს და სპეციალობას – გაერთიანდით და გაუკეთეთ ორგანიზება ერთ ან რამდენიმე კლინიკას, აღჭურვილს საჭირო მოწყობილობებით – მერე გვიანი იქნება, საქართველოში როგორც კი შემოაღწევს ვირუსი – შეუქცევადი პროცესები დაიწყება – პირდაპირ ქუჩებში მოგვიწევს მერე ლაზარეთების გახსნა – ახლაც ვერ ვატევთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს საავადმყოფოებში

26 იანვარის შემდეგ უკვე 9 თვე გადის, როგორ სწორად დაუნახავთ ექიმებს 9 თვის წინ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ აპირებს სწორი ნაბიჯების გადადგმას, მეტიც, საერთოდ არ აპირებს ნაბიჯების გადადგმას, მხოლოდ სასტუმროებს დაახარჯა სახელმწიფომ ფული და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს, მართალია ამბობენ, წინასაარჩევნოდ, უბრალოდ დაემთხვაო, მაგრამ ხომ გვაქვს უფლება, დამთხვევების არ გვჯეროდეს?

რამდენიმე დღის წინ, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გაავრცელა უცხოური კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ადამიანებმა, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ გრიპის ვაქცინა, იოლ ფორმებში გადაიტანეს კორონავირუსი. არ იცოდა ეს ჯანდაცვის მინისტრმა? – ცუდია. იცოდა და მაინც, გამიზნულად შემოიტანა მხოლოდ 135 000 ვაქცინა? – უარესი! (100 ათასი ვაქცინა შემოიტანეს ასევე კერძო კლინიკებმა და ვაქცინის რიცხვი 235 ათასამდე გაიზარდა, მაგრამ ეს ციფრიც კი, ვერ ეყოფა თუნდაც მხოლოდ რისკ ჯგუფს)

ოქტომბერში, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მალე ქვეყანაში შემოიტანენ მედიკამენტს კორონავირუსთან სამკურნალოდ – რემდესივირს. კარგია, რომ შემოიტანენ, კარგია, 109 ადამიანია უკვე გარდაცვლილი და კი არის დრო, ცუდი ის არის, რომ ჯერ კიდევ 7 თვის წინ, 9 მარტს, “ალიასთან” საუბარში თქვა, ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ, რომ “რემდესივირი” ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.

30 აპრილს, თენგიზ ცერცვაძის სიტყვები გაიმეორა ამერიკის მთავარმა ინფექციონისტმა ფაუჩმა, იგივე დღეს, ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მკურნალობენ რემდესივირით, ასე უპასუხა – “არ გვაქვს და როგორ?” და იგივე 30 აპრილს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა – “რემდესივირი” შეკვეთილი გვაქვს! იყო თუ არა მართლა შეკვეთილი, არავინ იცის, ახლა იმასაც გვეტყვიან, რომ სხვა ქვეყნებმა დაასწრეს ყიდვა, დაასწრებდნენ, აბა, რა, თენგიზ ცერცვაძემ 9 მარტს ისაუბრა მედიკამენტზე და ამათ 30 აპრილს მოიკითხეს და…

ჯერ კიდევ არ არის გვიანი და ჯერ კიდევ შეიძლება გამოსწორება, როგორც ექიმები ახლა გვიყვებიან, ამისათვის ოჯახის ექიმები მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადამზადდენ, რომ აი, იმ პედაგოგივით სახლში დარჩენილ პაციენტებს მიხედოს, კლინიკები უნდა მოეწყოს და უნდა გამოცხადდეს ექიმების მობილიზება, რომელიც ახლაც კი არ გამოცხადებულა, სულ რომ ათმაგი გადაიხადონ, გრიპის ვაქცინა უნდა შემოიტანონ და ყველა მონაცემი გაასაჯაროონ, რომ ჯანდაცვის ექსპერტებს სწორი შეფასების გაკეთება და რჩევების მოცემა შეეძლოთ.

საზღვრები იმიტომ არ ჩავკეტეთ, რომ ეს მდგომარეობა მიგვეღო? აწიეთ, ბატონებო და ქალბატონებო ერთი ადგილი და თუ კლინიკებში ვეღარ გადაგყავთ ხალხო, მართლა ლაზარეთები მოაწყვეთ, იმიტომ რომ, მიიყვანეთ უკვე საქმე აქამდე. მოაწყვეთ ლაზარეთები, ოღონდ არა ქუჩაში და ფილტვის ანთებიანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ხალხი, სასტუმროს ნომრებში არ დატოვოთ მარტო, ექიმისგან უყურადღებოდ!

თამო კეშელავა, ალია

  •  
  •  

9 Comments

  1. ანონიმური

    მიდი ალია დასცხე მაგ მუქთახორებს! იქნებ აწიონ ტრაკები

    1. გაავრცელედ! SOS

      (15წლიდან და ზემოთ ასაკისთვის!!!) ეს დედა აფეთქებული!, რომ ვწერთ, ამ საშუალებებს, გააკეთედ,მინ. 2კვირაში გაჯდება ორგანიზმში. არ დაგემართებათ და რაც კორონავირუსებისგან(ვირუსებისგან) დაგიცავთ : 1) წყალბადის ზეჟანგის(პერეკის ვადაროდა) სპრეი,პირის ღრუში,დღეში 2-4ჯერ. 2) ლუგოლის სპრეი, პირის ღრუში, დღეში 2-4ჯერ. 3)მდუღარე წყალში გააქტიურებული 0.25-0.5 ჩ.კოზი საკვები სოდა, რომ ჩამოვა 40-50გრადუსზე ჩაამატეთ 1 წვეთი იოდი და ისე მიიღეთ. დღეში 2-4ჯერ. 4) ნახევარი კოვზი კოჭა(იმბირი).რომელიც 5-10 განმავლობაში უნდა დაღეჭოთ ისე რომ კარამელივით გაქრეს პირის ღრუში. თუ მოგეპოვებათ პირშუშხას(ხრენი) ძირები 0,25-0.5 ჩ კოვზი ისიც დაუმატეთ და მაშინ მოხდება სინერგია, რაც იმუნური სისტემის გაშვებას გააძლიერებს მინ. 5000 ერთეულით( ბევრად უმჯობესია კოჭას ასაწონი ძირები!). დღეში 2-4ჯერ .5) მიხაკის 10-15 გრამი თავი(ბი) (იყიდება სუნელების გამყიდველებთან) დაფქვით ყავის საფქვავში, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით 40-45გრადუსიანი 100-150გრ. არაყი ან გაზავებული სპირტი, დახურეთ თავი, შეინახეთ ბნელ ადგილზე,დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ.სამი დღის შემდეგ მზადაა. 0.25 ჩ.კოვზი გააზავეთ 30-50 გრ. წყალში და მიიღეთ დღეში 2-4ჯერ. 6)დაწოლის წინ, ნივრის 1-4ლებანი დაჭერით წვილათ,კოვზით ჩაიყარეთ პირის ღრუში, არ დაღეჭოთ არავითარ შემთხვევაში!(ეს მნიშვნელოვანია!!!), ისე მიაყოლეთ წყალი და გადაყლაპეთ. 7) 7)ნებისმიერი წიწვოვანი 100%ეთერზეთი(4-5ტიპისაა).აგრეთვე;ევკალიპტის, ჩაის ხის, ლიმნის,პიტნის(ვისაც გულსისხძარღვთა დაავადებები აწუხებს!) ეთერზეთები(იყიდება აფთიაქებში). თითო წვეთი, ჩაიწვეთეთ, გააჩერეთ , “ივლეთ”პირის ღრუში, დღეში 2-3ჯერ. აგრეთვე თითო წვეთი, ცხვირის ნესტოებში შეისუნთქეთ. ესეც დღეში 2-3ჯერ… პუნქტი 1), 2).3),4),5) ან 7) შესრულების შემთხვევაში, საკვები უნდა მიიღოთ მინიმუმ 30წუთის შემდეგ და იქეთ 1 ან ორი საათის შემდეგ. ხოლო მიღების რაოდენობა კი ინდივიდუალურია; 2ჯერ, 3ჯერ თუ 4ჯერ, ვინ როგორ მოირგებს. იგრედიენტები,შეეცადეთ ისე მიიღოთ რომ, პირის ღრუში გააჩეროთ(ივლოთ), დაე თვითონ “ყინულივით გადნეს”. P.S. ვირუსების პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტისთვის,კიდევ უამრავი საშუალებებია !…PP.S.აღარაფერს ვამბობთ ვიტამინების D, K2 ერთად მიღებაზე, სელენის კაფსულების მიღებაზე. ისეირნეთ; სუფთა და მზიან ჰაერზე……

  2. ანონიმური

    მთავრობამ მოწოდებებს უნდა დაანებოს თავი გამოუშვას ბრძანება-იძულების წესით ყველა მოქალაქემ იაროს პირბადით!

    1. ანონიმური

      .jer mtavroba unda gkavdes

  3. !!

    ქუჩაში არავინ არ ივლის პირბადით!

  4. ანონიმური

    თამო ძაან მაგარი გოგო ხარ .ყოველთვის ზუსტად იცი ფაქტების აღნუსხვაც და შეფასებაც. ნეტავ ბევრი ხედავდეს ისე როგორც შენ ხედავ თან გიჯერებდეს კიდეც ბევრი რამე კარგად იქნებოდა.

  5. ანონიმური

    9 თვე იგულავეს, ჭამეს მილიონები, გამოჩნდნენ სექტემბერში აფრიკელებივით გაშავებული— დაზაგრულები, ბედნიერი და კმაყოფილი სახეებით

  6. ანონიმური

    თამო ალიაზე ყველაზე კეთილსინდისიერი ჟურნალისტი ხარ. ჩემი შეფასება ასეთია, მე ასე გკითხულობ და მორჩა!

  7. ანონიმური

    Axvrebi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.