“ქუჩაში მეორედ დარჩენას ვერ გადავიტან, წკაპან და…” – ბესო ზანგური უსახლკაროდ რჩება

მსახიობი, ბესო ზანგური, ლუკა ჭოხონელიძეს, რომელსაც დღეს ბინა აჩუქეს, ულოცავს და წერს:

“ეჰ რა ბედნიერი ადამიანი ხარ ჩემო ძმაო ღმერთმა სულ ბედნიერებაში და სიხარულში მოგახმაროს❗️❗️❗️
აბა მე 25-ში დავრჩები ისევ ქუჩაში და ალბათ, კი არა…

მე კი ზუსტად ვიცი სადაც დავიდებ სამუდამო ბინას და ოჯახს მიხედავენ მერე.

მეორედ ქუჩაში დარჩენას მე ვერ გადავიტან.

წკაპან და ეგაა ისედაც ნამეტანი დიდხანს დავრჩი ამ დედამიწაზე.

სულ ესაა.”

“ალია” დაუკავშირდა ბესო ზანგურს, რომელმაც გვითხრა, რომ სახლი კერძო იპოთეკართან აქვს ჩადებული და 30 ათას დოლარს თუ არ გადაიხდის, დაკარგავს.

ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მომიწია მეკითხა, რაში დაჭირდა ფული, ვიცი დაგაინტერესებთ, ვიცი, ბევრი დაწერდა კომენტარში – რად უნდოდა 30 ათასი, რაში დახარჯა.

“დედა მიკვდებოდა, სხვა გზა არ მქონდა. ინსულტი, ტრეპანაცია – ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის.”

ბესო ზანგური 5 შვილის მამაა, დედას თავად უვლის.

“ჩუქებას არ ვითხოვ, სესხი გამიკეთონ!” – ამბობს და იქვე აყოლებს – “დავიღალე, ვერაფერს ვწერ.”

ვისაც გაქვთ სურვილი დაეხმაროთ, რომელ ბანკსაც გაქვთ სურვილი კერძო იპოთეკარი ჩაანაცვლოთ – დაგვიკავშირდით!

არ უნდა მომიწიოს დავდო ნიუსი – 5 შვილის მამამ, ბესო ზანგურმა…

არ თქვათ, არ ვიცოდიო…

მინდოდა მეკითხა, პირველად როგორ დარჩა ქუჩაში და რა გააკეთა, მაგრამ მომერიდა, ყველაფერი კარგად რომ ექნება, მერე მომიყვება იმ ისტორიას, ალბათ… ყოველ შემთხვევაში მე მერე ვკითხავ, მაშინ, პირველად, როგორ დარჩა ქუჩაში და როგორ გადარჩა…

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ბარნაბა

    მეტი რა ამოთქვას ,დაეხმარეთ ვიდაც შეგიძლიათ!:(რა უსულგულო საზპგადოებად ვიქეცით.რომ მოკვდებით ფარწმუნდებიან,რომ კუბოს ჯიბეები არა აქვს.

  2. ირმა

    ჩემი ოჯახიც ქუჩაში დატოვა ზანგურის მოწონებულმა ქოცების ხელისუფლებამ… ჩემს ოჯახს ვინ დაეხმარება?…

    1. ანონიმური

      ქოცების ხელისუფლებამ ჩაიდო თქვენი ბინა გირაოდ?

      1. ნია

        და ამას ჩვენ ჩავუდეთ ბინა გირაოდ? ღმერთმა კარგად უმყოფოს დედაც და ყველაც, მაგრამ რას გვაშანტაჟებს? წავიდეს და თავის მოწონებულ ხელისუფლებას მიადგეს კარზე.

    2. ანონიმური

      აბა ნაცებმა საერთო ოჯახის წევრების და ზედ დამატებული უსახლ-კაროდ და ქონების გარეშეც დატოვეს ატასობით ხალხი

      1. ანონიმური

        მართალიხართ.. ნაციონალებუს დროს საერთოდ არიყო არც დაზღვევა და არც არაფერი..აბა მაშინ დაკარგა ხალხმა სახლები და ფულები და დარჩენ ქუჩაში ..ან გადაიმარგნენ სამუდამო პატიმტობადი..ემიგრანტებად..რომლებიც ან დზბრუნდებიან ციცხლები უკან და ან არა..არავინ იცის..იქიდან იწყება ზუსტად ძრითადი ემიგრზნტების გახვეტა..ეხლა რომ გაკივიან მავანნი..

      2. ანარქისტი

        ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება სულ ყველას ერთიანათ დედა…..

    3. Simartle saxeshi

      Ra mnishvneloba aqvs saqocets da sanacets ka ma bina dakarga dedis gadasarchenad da ghmertma didxans umyofos janmrteli da cocxali. Beso gamoaqveynet angarishi sheizleba sruli tanxa tuara ragac nacili mogrovdes da ragac etapze shecherdes gamosaxleba.

    4. პეტრე ცაავა

      ნაცები სიხარულო

  3. ანონიმური

    დავეხმაროთ

  4. ანონიმური

    ღმერთო უშველე ამ კაცს

  5. ანონიმური

    აუცილებელია გვედით დგომა,თუნდაც სულიერი გამხნევება,მხარდაჭერა და საზოგადოების კონსოლიდირება ყველა ასეთ სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში.მოვითხოვოთ დროებითი საცხოვრებლები…..

  6. ანონიმური

    ძალიან დიფი დურვილი გამიჩდა,რომ.ნებისმიერ უბინაოს შემოწმების შემდეგ დავეხმსროთ.
    რამდენი ათასი ადზმიზნი ცხოვრობს თბილისში.თვითეულმა ერთი ლარი ჩარიცხოს,არანაირი პგობლემა არ იქნებადა ვერც პგიბლემას ვერ ვხედავ.ამით
    ძალიხნ ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ.
    გაიხსნას ანგარიში ბანკში გასაჯაროვდეს და.შევარჩიოთ საიმედო ადამიანი.
    ზთქვენ.სად ხედზვთ პრობლემას გამოაქვეყნეთ.
    ამაზე იოლ გზას ვერ ვპოულობ.
    ემიგრსნტი.

    1. რუსკა

      გახსნას ანგარიში და ყველამ ჩავურიცხოთ თუნდაც თითო ლარი. დროზე ვქნათ

    2. რუსუდან ციცო ჯაფარიძე

      საუკეთესო აზრია, უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ.ვინმემ გაუკეთოს ორგანიზაცია

    3. ანონიმური

      Zalian kargi azria,imdeni adamiani davrchit ubinaod am kerzo ipotekarebis gamo,roca sayoveltao dazgveva ar iyo da sicocxlistvis rom ibrzvi mashin chavde , mainc sikvdilma ajoba da quchashi ki davrchi

    4. ანონიმური

      Gaixare zma maseti azrovnebisatvis, mec igive pfoblema maqvs, da chemtvis vfikrobdi, kvelam 50 tetrit rom damexmarot, chemi ojaxic gadarcheba

  7. დოდი

    დავეხმაროდ ყველა!

    1. ანონიმური

      ყველაზე მაგარი აზრია!დავეხმაროთ და ვისწავლოთ ბოლო-ბოლო ერთმანეთის გატანა ქართველებო!

  8. ანონიმური

    ელიტის წარმომადგენლებს 3,4 და ზოგს 5 საცხოვრებელი რომ აქვს ერთი მაინც დაუთმოს 5 შვილიან ოჯახს და გაახაროს ამაზე მადლიან საქმეს რას გააკეთებენ, მაგრამ გაღორდნენ და ვერ იმეტებენ….

  9. Inga.

    ME ,PIRADd, yovel tve gadsvricxavdi garkveul tanxas ( miuxedavad imisa rom ar milxins) rom arsebobdes raime fondi amnairi xalxis dasaxmareblad. Milionnaxevrian qalaqshi yoveltve ramdeni tsnxa shegrovdeboda ds ramden adMians gadavarhendit.

  10. ანონიმური

    ეს ის კაცი არააა, ვაჟა ექიმზე რომ ამბობ : ‘მსახიობი ბესო ზანგური: ტრ**ში გაირჭეთ ბიჭო თქვენი ვაჟა და ზემოდან ექიმი, არაა ეგ კაცი გმირი http://www.tabula.ge/ge/story/161825-msaxiobi-beso-zanguritrshi-gairchet-bicho-tqveni-vazha-da-zemodan-eqimi-araa-eg-kaci

    1. მაკა

      დაეხმაროს მილიარდერმა,ენა აქვს გადატყავებული მისი ქებით. ხოდა კიდევ, 5 ცოლს რომ გამოიცვლი და შვილებს რომ გააჩენ , იმათ გაზრდა რომ უნდოდა არ იცოდა. მისი უტვინო მსახიობიბით რომ ამას ვერ შეძლებდა არ იციდა?

  11. ანონიმური

    არიყო ის მაგ პოსტის ავტორი, წაიკითხეთ პოლომდე სტატია, რაგვჭირს ხალხო, მარტო სათაურებს რომ კითხულობთ…

  12. დიანა

    ანგარიში გახსნას და დავეხმაროთ ხო შეიძლება. რაც შეგროვდება ისიც კარგია.იქნებ სულაც მთლიანად შეგროვდეს.

    1. ახია მაგ სირზე რატო ოცნება არ ეხმარება ოსები დაეხმარებინ

      ეგ არ იყო ვაჟა ექიმზე რებს აბობდა ეხლა ოსები სირებს გამოუგზავნიან.

  13. ხატია

    ქოციც და ნაციც ჩვენ ვართ … ასე ერის დანაწევრებას ჩვენვე ვაღიარებთ და შეურაცხვყოფთ ერის მთლიანობას…. ანგარიშის ნომერი დაიდოს და ყველა ჩავრიცხავთ…. ჩვენ დასაკარგი არაკაცთაგანი არ გვყავს ერიდან ❤

    1. ანონიმური

      👏

    2. ანონიმური

      tqven gaixaret👍sad gvyavs dasakargi qartveli.

  14. ანონიმური

    აუცილებლად უნდა დავეხმაროთ 10 და 20 ლარი არავის გაგვაღარიბებს,დადეთ სნგარიში და გადავრიცხავთ აბა რა.5 ანგელოზის მამაა და თან დედაც ავად,რომელსაც ვინ იცის რამდენი წამალი და მკურნალობა ჭირდება

  15. ანონიმური

    ზანგური ხუთივე შვილს დედაც ჰყავს და სახლიც აქვს. დიახ ეგ იყო ვაჟა ექიმზე პოსტი რომ დადო.
    მთელი რუსთაველის თეატრი რომ შეწუხდეს, თავის რობერტ სუფრასთან ერთად მაგ პრობლემას გადაჭრიან.

    რომ დაიბრიქებოდა რობიკოს ტრაკით და რამდენ ჩერჩეტ ქალსაც ბავშვი გაუჩინა, ყველა გაჩენილი ბავშვის დედა, თვითონ უვლის თავის შვილს.
    ზ ანგურის მისასვლელი არცერთი არ არის.
    ეგ რა კაცის. არახალია ლუკას იმ ბინის სიხარული, ვითომ მიულოცა და იქვე თავის პრობლემაზე დაიწყო წუწუნი.

    1. მანგოსულსხვა

      თქვენ გაიხარეთ მაგ სიმართლისთვის!

    2. გიო

      ზუსტია ტყვეს ფეხი დააბიჯა ეს კაცია

    3. მე

      სამწუხაროდ უნდა დაგეტანხმოთ და თუ დახმარების თხოვნაა ასე შანტაჟის ენა რაუბედურებაა ისეც დაეხმარება საზოგადოება.

    4. თეკო

      ეგ ის ბიჭი არააა ნინუცა მაყაშვილსაც რო გააჩენინა შვილი 😂😂 იმენა სპერმის დონორია რა

  16. ანონიმური

    2017წ.,,თბილისელები”:მსახიობ ბესო ზანგურის ცხოვრებაში ახლა დგას როგორც კარგი, ასევე რთული პერიოდი. ის ერევანში მონოსპექტაკლების ფესტივალზე იყო, საიდანაც ჯილდოებით დაბრუნდა, ასევე მალე გამოვა უკრაინული ფილმი „ჩვენებურები“, სადაც ბესო მიხეილ სააკაშვილის როლს თამაშობს. მას ერთი წლის განმავლობაში სწერდნენ, რომ ის აყვანილია. ბესოს დედა ჰყავს მძიმედ ავად და მისი მოვლა მარტოს უწევს. არის თუ არა ის სინამდვილეში ნაშვილები, რატომ უწევს დედის მარტო მოვლა და საერთოდ, რა ხდება მის ცხოვრებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ
    ბესო ზანგური: ერევანში ტარდებოდა მონოსპექტაკლების ფესტივალი, სადაც 28 ქვეყნიდან იყო წარდგენილი სპექტაკლები. იქ დაიბადა პირველად ფესტივალის ასეთი სახეობა. საქართველოდან ვიყავით ჩვენ – რუსთაველის თეატრი და გრიბოედოვის თეატრი. ლაურეატები გავხდით, ჯილდოები ავიღეთ. მოკლედ, წარმატებებით დავბრუნდით. ერთ დღეს ვთმაშობდით მე და რუსეთის წარმომადგენელი. მან განაცხადა, რომ ილაპარაკებდა თავის ენაზე და თარჯიმანი უნდოდა, რაღაცნაირად მომხვდა გულზე და მეც მოვითხოვე, მე ქართულად ვილაპარაკებ და მომიყვანეთ თარჯიმანი-მეთქი. სპექტაკლზეც იგივე განვაცხადე, თარგმანი არ მინდა და ქართულად ვითმაშებ-მეთქი. ასეთი პატარა პროტესტის ფორმა ექსპერიმენტის სახით გავრიკსე და ძალიან კარგი გამოვიდა. იქაური ქართველები აცრემლებულები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ძალიან მაგრად მოიქეციო და მადლობა გადამიხადეს, ასეთი პატივი რომ გვეციო. საერთოდ, ძალიან კარგია, თუ ყველა მსახიობი ამას გაითვალისწინებს. ნება იბოძონ, ილაპარაკონ თავის მშობლიურ ენაზე. მოითხოვონ თარჯიმანი და ბოლოს და ბოლოს ანახვონ სხვებსაც ულამაზესი ქართული ენა როგორ ჟღერს. დაჯილოდებაზე არ დავრჩი, არ მიყვარს ასეთი ცერემონიალები. სხვაგან წავედი, ჩემთვის ჯიგრულად ვიქეიფე. მეუღლეც მყავდა წაყვანილი. ისე მაგრად გავერთეთ, აღარც მინდოდა სპექტაკლის თამაში. ვეუბნებოდი: წამოდი, მოვტყდეთ-მეთქი.
    – მალე გამოვა უკრაინული ფილმი, სადაც მიხეილ სააკაშვილის როლი შეასრულე. როგორ მიშას თამაშობ ამ ფილმში?
    – უკრაინიდან დამირეკეს და მკითხეს, ხომ არ მინდოდა ფილმში თამაში. დიდი სიამოვნებით, მაგრამ რა როლზე-მეთქი და რომ მითხრეს მიხეილ სააკაშვილის როლი უნდა შეასრულოო, ისტერიკული სიცილი ამიტყდა. რაღაცნაირად მიშა თან მდევს მთელი ცხოვრება. ვუპასუხე, ვითამაშე ერთხელ და მგონი, საკმარისია-მეთქი. არა, მანდ შენ ცუდი მიშა ითამაშე და ჩვენ გვინდა, კარგი მიშა ითამაშოო. მე ვუთხარი: ახლა მიშა მანდაა და ცოტა დისკომფორტს ხომ არ შემიქმნის, რომ გაიგებს, ჩამოვედი და მის როლს ვთამაშობ-მეთქი. მომცეს იმის გარანტია, რომ იქ არაფერი დამემართებოდა. მითხრეს, გამოსწორდა და ისეთს არაფერს სჩადის, რასაც საქართველოში აკეთებდაო. ამის შემდეგ წავედი და ვითამაშე იქაური მიშა, პრემიერ-მინისტრი. მთლად კარგი მიშა არ არის, რაღაცნაირი ფამილარული დამოკიდებულება აქვთ რუსეთსა და უკრაინაში, – ქართულს რომ იგებენ, ჰგონიათ მარტო ხაჭაპური, „გენაცვალე” და „სულიკო”. იმის იქით, საქართველო მათთვის არის სულ მთები. ჰგონიათ, რომ ქორწილებში ვმალავთ პატარძალს და გოგონები დადიან ფარაჯებში და ძალიან უკვირთ, როცა ასეთი, ზანგურისნაირი ტიპი შეხვდებათ. დამოკიდებულება მათი მხრიდან ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით უკრაინელი გოგონების. აბა, ბიჭებთან დიდად არ მიმეგობრია. ფილმს ჰქვია „ჩვენებურები”, თორმეტსერიანია.
    – მეუღლე არ ეჭვიანობდა?
    – არა, არ ვაძლევ საბაბს. ყოველ შემთხვევაში მან ძალიან კარგად იცოდა, ვის გაყვა ცოლად.
    – ბესო, შენს ცხოვრებაში ახლა ძალიან რთული პერიოდია. დედის ავადმყოფობიდან გამომდინარე…
    – როგორც არასდროს არავინ დამხმარებია, არც უნივერსიტეტში ჩაბარებაში, არც რუსთაველის თეატრში მოხვედრაში; არასოდეს ვყოფილვარ არც დედიკოს ბიჭი და არც ფულიანი მამის შვილი, ყველაფერს თვითონ მივაღწიე: წვალებით, შრომით, სიმართლით და რაც მთავარია, ერთგულებით. როდესაც ახალი ბინა დავასრულე და მხოლოდ ფარდების ყიდვა მქონდა სანერვიულო; როდესაც ყველაფერს მოვრჩი და უნდა გადავსულიყავი – წყნარად, მშვიდად რომ ვიყავი, დედას ინსულტი დაემართა. სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედი, ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერი დამთავრდა. შეიძლება ვთქვა, დედის სიკვდილის ტრაგედია უკვე გადავიტანე. ჩავედი და ქალი, რომელიც იყო ულამაზესი და იყო უძლიერესი ექიმი, დაწოლილი, ასეთ მდგომარეობაში დამხვდა. ამ ტრაგედიის დროს ბევრმა გამოაჩინა საკუთარი სახე. ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ მე ვუვლი დედაჩემს. მე და ერთი ქალბატონი და არანარიად არ გვიჭირს, ასე ვთქვათ, არავინ გვჭირდება. ვინც ვერ შეძლო ჩემი ტრაგედიის ატანა, ვერავის გავამტყუნებ, ძალიან რთულია და არ ვიცი, სხვის დედას რომ ეს დამართნოდა, რას ვიზამდი, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, არავინ არასდროს მიმიტოვებია გასაჭირში და არც ამ დროს მივატოვებდი. მოკლედ, არავინ სჭირდება ჩემს დედას, უფლის და ჩემ გარდა. მთავარია, მე ვარ მის გვერდით, ასევე ჩემი ძმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. ახლახან იყო ჩამოსული და საშუალებაც კი მომცა, თურქეთში წავსულიყავი და ერთი კვირა დამესვენა. ის იქიდან მეხმარება. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ის ბესო ზანგური, რაც ვიყავი, გახდა სხვანაირი ბესო ზანგური. ძალიან პირდაპირ დავინახე ცხოვრება – ვინ ვინ არის. ნდობის ფაქტორი გამიქრა ადამიანების მიმართ და რაღაც თვისებები უფრო გამიმყარდა საკუთარ თავში. უფრო ერთგული უნდა ვიყო. უფრო მეტად უნდა გავიცნო ადამიანები, ვიდრე მათ დავეყრდნობი, ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე არასდროს არავის ვენდობოდი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თავის იმედი უნდა მქონდეს.
    – თქვი, რომ მხოლოდ შენ და დედა ხართ, მეუღლე არ არის შენთან ერთად?
    – არ მსურს ამ თემაზე საუბარი… კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავინ მყავს დამხმარე – არც მეგობარი, არც მშობელი. ბავშვებთან ყოფნასაც ვახერხებ. ყველაფერი უნდა მოვახერხო, სხვა გზა არ მაქვს. ახალი სპექტაკლები ჩაეშვა, გადაღებაზე მიმიწვიეს კიდევ რუსეთში და წავალ აუცილებლად. დედაჩემის მდგომარეობა ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ხელფასი მაქვს ათასი ლარი. არ ვწუწუნებ, მაგრამ ათასი ლარი დედის მოვლისთვის მხოლოდ რვა დღის ფულია. ძნელად, მაგრამ ნელ-ნელა მივდივართ წინ. ვერ მეტყველებს, ნახევარი სხეულის პარეზი აქვს. მოკლედ, დავაყენებ ფეხზე, მე ამ მისიას შევასრულებ. როგორც მან გამაჩინა და დამაყენა ფეხზე, აუცილებლად მეც ვაჩუქებ მას სიცოცხლეს.
    – დეპრესიული ჩანხარ, ალბათ, შენთან ურთიერთობა რთულია…
    – ბავშვობიდან ასეთი ტიპი ვიყავი. იმდენად მიყვარს ცხოვრება, ისე მაბედნიერებს პატარა რაღაცეები, რომ მიყვარს უბრალო ნივთებიც და თუნდაც, ამინდი, პატარა დეტალები. განსაკუთრებულად აღვიქვამ ადამიანებს, ნივთებს, გარემოს, სადაც ვცხოვრობ, ჩემს შვილებს. აქედან გამომდინარე, რომ ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი დასრულდება, სევდა მიპყრობს. რაღაცნაირად მომწონს ეს მდგომარეობა – სევდა და ასეთი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. პოეტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ აქედან გამომდინარე, ვწერ ლექსებს. ჩემთან ურთიერთობა რთულია და ამიტომ, არავის ვამტყუნებ, ვინც ვერ ძლებს ჩემ გვერდით.
    – შენმა ყოფილმა მეუღლემ ნინუცა მაყაშვილმა „თბილისლებთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილთან ურთიერთობა არ გაქვს. შენ რას იტყვი ამაზე?
    – ვერ გავცემ პასუხს. არ შემიძლია მეუღლეებზე ლაპარაკი…
    – ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განაცხადე, რომ ვიღაც გწერს, ნაშვილები ხარო. რა გაარკვიე ამ საკითხთან დაკავშირებით?
    – ერთი წლის განმავლობაში მწერდნენ: მე ვიცი, შვილო, შენ აყვანილი ხარ და ათას რამეს. რა თქმა უნდა, დიდი სისულელე იყო, მაგრამ თავიდან ძალიან დამაფიქრა და შევშფოთდი. თანხების გადახდა მომიწია, გავარკვიე, ვინც იყო, მივაგენი. 25 წლის ბიჭი აღმოჩნდა, დანარჩენს, ჩხუბის სცენებს ხომ აღარ მოგიყვები?
    – როგორც „ფეისბუქიდან” ჩანს, შენ და რობერტ სტურუა ძალიან მეგობრობთ და ხშირად ატარებთ ერთად დროს არაოფიციალურ გარემოში…
    – რობიკო უერთგულესი მეგობარი, უმაგრესი კაცია უპირველესად, და მერე არის მსოფლიო რანგის რეჟისორი. ბევრმა არ იცის, მაგრამ თეატრში ცხოვრობს ბატონი რობიკო. იქ გაუკეთა თავისი რეზიდენცია ბატონმა ბიძინამ. ხშირად გვიწევს ერთად ქეიფი, ძალიან შევეწყვეთ სმაში. შეუძლია როკული სუფრა წაიყვანოს და სუფთა ქართულიც – მაგარი თამადაა. საინტერესო რაღაცეებს ყვება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი საყრდენია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. 2008 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა: არ მჯერა, რომ ჩემი ქვეყანა ამ დღეშია და მივდივარ ომში. თვითონ უნდა ვნახო, რა ხდებაო. მე ვუთხარი, აუცილებლად დაგხვრეტენ-მეთქი. მითხრა: არ მაინტერესებს, თუ არ წამომყვები, გავაჩერებ ტაქსის და წავალო. მაშინ მყავდა „ვოლვო”, რომელსაც გაფუჭებული ჰქონდა უკან სვლის სიჩქარე, ანუ „ზადნი“. ზუსტად იმ დროს გავიარეთ გორში, როცა დაბომბვა დაიწყო, უკან ვერ მოვბრუნდით, რა თქმა უნდა. ძალიან ვიწრო ქუჩაზე ვიყავით და წავედით დასავლეთისკენ. ფეთქდება რაღაცეები აქეთ-იქეთ. პანიკაა, სრული ქაოსი და ვეუბნები რა გააკეთეთ, ბატონო რობერტ, დაგვხვრეტენ-მეთქი. ვხედავთ, ჩვენს წინ მოდის ტანკების კოლონა – ერთი, ასი ტანკი. ჩვენც შორიდან ხელს ვუწევთ: მიდით, ბიჭებო, მიდითო და ბოლო ტანკი რომ გამოჩნდა, ვხედავთ, ზედ რუსული დროშაა. აი, ასე ავცდით. გრიგოლეთში აქვს ბატონ რობერტს „დაჩა”, ჩავედით, ღამე იქ გავატარეთ. ფოთში ხომ ააფეთქეს რაღაცეები და მაინტერესებს, იქ რა ხდებაო. ვეუბნები, ბატონო რობერტ, თქვენ თუ მოგბეზრდათ სიცოცხლე, იქნებ ჩვენ მაინც გვაცოცხლოთ-მეთქი. არ დაიშალა. ჩავედით, ყველგან რუსები არიან. გაგვაჩერეს, გადმოდითო და რომ გადავედი, უნდა ვუთხრა ბატონი რობიკო გვიზის-მეთქი, მაგრამ იმედი არ მაქვს და ფილმ „ფესვებში“ რომაა – დოდო აბაშიძე ცაში აიხედავს, უნდა დახვრიტონ და უცებ… მესმის რუსი ჯარისკაცის ხმა: ბატონო რობერტ, ეს თქვენ ხართ? და აუღო „ჩესტი“. შეგვყვნენ ბაზარში, გვაყიდინეს რაღაცეები და ასე გამოგვიშვეს უკან

  17. ანონიმური

    დაეხმაროს მთავრობა, უჭირს ადამიანს შვილები გარეთ რჩება,რაშუაშია ნაცები და ქოცები,აი აქროიჩენდე თავს ასეთ დახმარებებზე ბატონო ივანიშვილო ასეთი მდგომარეიბა არიქნება,ეს თქვენ შეგიძლიათ,ასეთ ხალხს დაეხმაროთ🤔

  18. პეტრე ცაავა

    ნაცები სიხარულო

  19. პეტრე ცაავა

    ნაცები სიხარულო, ნონა

  20. ანონიმური

    მაინც ბოღმიანი პოსტია 🙄

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.