“ქოციონალური ვენდეტა” ირმა ინაშვილისთვის – ვინ არის “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი?!

„გასამართლდეს ნაცმოძრაობა და გამოცხადდეს რეჟიმად!“-  ეს მოწოდება პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა რამდენიმე წლის წინ გააკეთა და  მას საქართველოს მოსახლეობის მყისიერი რეაქციაც მოჰყვა! დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, როგორც თბილისში ისე რეგიონებში და მალევე ხელმომწერთა რაოდენობამ ლამისაა ნახევარ მილიონს მიაღწია! პარალელურ  რეჟიმში მომზადდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჯერ საპარლამენტო კომიტეტებში განიხილეს, ხოლო შემდეგ კენჭის საყრელად პლენარულ სხდომაზე გავიდა!


როგორც მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატთა უმრავლესობამ  აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და  უმრავლესობით ჩააგდო!

რატომ მოხდა ასე?
ამის მიზეზები ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებში უნდა ვეძებოთ, როცა შედეგების გამოცხადების შემდგომ, ყველასთვის მოულოდნელად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს პარლამენტში 45 სადეპუტატო მანდატი უბოძა, რასაც საზოგადოების აღშფოთება უმალ დაედევნა უკან! როგორ, რანაირად აიღეს ამდენი ხმები? – გაისმოდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ეს შეკითხვა ჟურნალისტებმა თვით ბიძინა ივანიშვილსაც დაუსვეს! 

ძვირფასო მკითხველო, შეგახსენებთ, რომ ეს ის დროა,  როცა ციხის კადრების შემდეგ, არათუ ნაცების ლიდერები, არამედ მათი გამოკვეთილი მხარდამჭერებიც კი, ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ, რადგან ლინჩის წესის ეშინოდათ, ე მანდ არ ჩაგვქოლონო!!!


ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას  – როგორ მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ  45 მანდატი, ასე უპასუხა – არა, მაგდენი ხმები არ აუღიათ, ცოტა ჩვენც მივეხმარეთ, არ შეიძლება ასეთი აგრესია, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიანო!!!


მოდით განვიხილოთ რას ნიშნავს სამართლის ენაზე „ცოტა ჩვენც მივეხმარეთ“..? რას ნიშნავს და, არჩევნების გაყალბებას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია!!!
ანუ, ქართულ ოცნებას 2012 წლის არჩევნებისას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმთავითვე,  მგზნებარე ვნებები ჰქონდა და აკი ინგლისური სიტყვა „კოჰაბიტაცია“, რომელიც სიტყვასიტყვით  სქესობრივ თანაცხოვრებას ნიშნავს, შემთხვევით არ ჰქონდათ შერჩეული შემდგომი ურთიერთობებისთვის!!! ამის სადემონსტრაციოდ კი, პირველივე სხდომაზე კენჭისყრაზე  გამოიტანეს კანონი – ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ და მოსახლეობის აზრსაც კითხულობდნენ რომელი უფრო ესიამოვნებოდათ, ბუსუსებიანი თუ მის გარეშე!


საქართველოს პარლამენტი რომ  მუქთამჭამელთა, კვაჭების საბიძაშვილო სანათესაოა, ამაზე ნუღარ მოვცდებით, მაგრამ 8 წლის მანძილზე,  ხალხისთვის და ხალხზე მორგებული, თუნდაც 1 კანონი რომ მიეღოთ, გაგიგიათ?!
მხოლოდ არჩევნების წინ და ისიც ყალბი დაპირებებით გამოეფინებიან ხოლმე დეპუტატობის კანდიდატები და პარლამენტში შესვლის წინ ისევე მალე ავიწყდებათ ხოლმე დანაპირები, როგორც დიდი ხნის წინ დაივიწყეს სიტყვა – ღირსება! პატრიოტიზმი! მსახურება!!!


ერთადერთი, მართლაც სახალხო პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აღმოჩნდა უამრავი მხარდამჭერებით და ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის ბევრჯერ დაამტკიცეს – რამდენჯერმე გადაჭედილი სპორტის სასახლითა თუ სხვადასხვა აქციების დროს.
„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არაერთხელ გამოსულა ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით, რაც „უყურადღებოდ“ არ დარჩენიათ მავანთ და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ახალგაზრდულ ფრთას – კობახიძეს, მდინარაძეს, კილაძეს და მათზე ატორღიალებულ კასტას!
თუმცა როგორც კი საფრთხეს იყნოსავენ და საზოგადოებაში „ქართული ოცნებისადმი“  ნდობის მანდატი უფასურდება, მაშინვე ირმა ინაშვილს დაიხმარენ ხოლმე!


ასე მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც   პირველი ტურის სავალალო შედეგების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილისა და „ნაცების“ გრიგოლ ვაშაძის ხმათა უმნიშვნელო თანაფარდობა დაფიქსირდა და დაინიშნა მეორე ტური! ამის შემდეგ  სწორედ ირმა  ინაშვილმა მოუწოდა საქართველოს  მოსახლეობას მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის და გვახსოვს მხარდამჭერთა  მობილიზება თავისუფლების მოედანზე, სადაც რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც მივიდნენ! 


„პატრიოტთა ალიანსმა“ და ირმა ინაშვილმა კოვიდ 19 პანდემიის დროს მარტო თბილისში 15 000  პირამდე სავსე ამანათი კარდაკარ მიიტანეს  მოსახლეობასთან სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებითა და ჰიგიენის საშუალებებით! პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობას, ვისაც დამატებით ესაჭიროებოდათ გვერდში დგომა  და 1 ამანათის შიგთავსი ნაკლები იყო ოჯახის გამოსაკვებად, დამატებით აძლევდნენ საკვებს და მეტიც -ხელისუფლებისგან მიტოვებულ კულტურის მხცოვან მოამაგეებს, საერთოდაც ცალკე დახმარების პაკეტი მიუტანეს 50 ლარიან ვაუჩერებთან ერთად, რათა  გასამმაგებული ფასის მედიკამენტები შედარებით იაფად შეეძინათ! რეგიონებში რაც დარიგდა ეს ცალკე განხილვის თემაა…


ირმა ინაშვილი არ გახლავთ მილიონერების შვილი, იგი რიგით ქართულ ოჯახში გაიზარდა და კარგად იცის გაჭირვებული ადამიანის ყოფა! იგი ჩვენს თვალწინ გაიზარდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე და მაშინვე ეტყობოდა დიდი გული, გვერდში ერთგულად მდგომელი და სიმართლის პირში მიმხლელი გოგო რომ დადგებოდა!
ასეთები კი ბევრს არ უყვარს და არ უყვართ მათ, ვისთვისაც უცხოა სხვისი გაჭირვება და „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“-ს პრინციპით ცხოვრობენ და აჰაა, „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებულმა „ტვინებმა“ შეიმუშავეს სტრატეგია, როგორ ჩამოაცილონ „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტს და ირმა ინაშვილის გარეშე როგორ გააგრძელონ „ნაცმოძრაობასთან“ ალერსი -კოჰაბიტაცია „ბუსუსებიანი პრეზერვატივების“ თანხლებით!!!
მაშ, ასე….


„ქართულმა ოცნებამ“ ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად ვინმე ანტონ ობოლაშვილი წარადგინა! 
ვინ არის ანტონ ობოლაშვილი, საიდან გაჩნდა ქართული ოცნების რიგებში, რას  საქმიანობს, საიდან გახდა მილიონერი და ვისი ახლობლობის წყალობით  დაიმსახურა ესოდენ დიდი ნდობა, ბევრმა არ იცის და მათ შორის ალბათ არც „ქართული ოცნების“ არათუ რიგითმა არამედ დეპუტატებმაც კი… 

ვინ არის ანტონ ობოლაშვილი?

ანტონ ობოლაშვილი

ის, 1974 წლის 1-ელ მარტს ადიგენში დაიბადა და როგორც ვანო მერაბიშვილი, ისიც სოფელ უდეს მკვიდრია და სკოლა ახალციხეში დაამთავრა. მისი ბიზნესი 2004 წლიდან, „ნაცების“ ზეობისას აყვავდა:
შპს ,,გლობალფარმი,, დაფუძნებულია 2004 წელს!


შპს,, მესხეთი,, დაფუძნებულია 2004 წელს! 


შპს ,,ბეიბი ლენდიიი დაფუძნებულია 2007 წელს! 
შპს ,,დანი,, და ფუძნებულია 2012  წელს!
შპს ,,პრიმა ვიტა,, დაფუძნებულია 2009 წელს!
რესტორანი,, ქართული სახლი,, -ის ტერიტორია გადაეცა 1 ლარად! 
სასტუმრო,, მონოგრაფი,, 5 ვარსკვლავიანი
კლინიკა ,,ნუაჟი,, და უამრავი სხვა ბიზნესი რომლის მფლობელები არიან თავად ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ლიკა მერაბიშვილი!

წყნეთში ,,კაკლებში“, იქ სადაც ცნობილი მილიონერების სახლებია, ანტონ ობოლაშვილის სასახლეც იწონებს თავს, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარადაა შეფასებული!
ლიკა მერაბიშვილის სახელზე სხვა ბიზნესებიცაა, რომელიც მას მეუღლემ აჩუქა, ანდა  ზემოთჩამოთვლილი ბიზნესების წილი მიაკუთვნა, მაგრამ  დოკუმენტების მიხედვით, რამდენიმე მათგანში ფიგურირებს  ოჯახის ნდობით აღჭურვილი ვინმე, რობერტ ელოიძე,რომელიც როგორც ქართული ოცნების მაჟორიტარი ანტონ ობოლაშვილის მეწილეცაა, აგრეთვე „2 გვამი“ ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია!


ანტონ ობოლაშვილის მეუღლე ლიკა მერაბიშვილი, ვანო მერაბიშვილის ალალი ბიძაშვილია და რა გასაკვირია, რომ მისმა მეუღლემ ბიზნესი სწორედ 2004 წელს დაიწყოო? არც ის არის გასაკვირი, რომ ვინმე  რობერტ ელოიძე  სწორედ ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელია ბიზნეში და არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ სწორედ  რობერტ ელოიძე რიცხავდა „ნაციონალურ მოძრაობაში“  ფულად შემოწირულობებს!


2014 წელს „რეპორტიორმა“ გამოაქვეყნა „ახალგაზრდული  ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზურა ქადაგიძის მიერ მიწოდებული სია. ნუსხაში ის ბიზნესებია მოხვედრილი, რომელიც ქადაგიძის თქმით, გარკვეულ პირებს გარკვეული ზეწოლის შედეგად ჩამოერთვათ.


აღნიშნული ნუსხა ასე გამოიყურება:
„შპს „გლობალფარმი“ – დაფუძნების დღიდან (2005 წელი) ჯამური ერთობლივი შემოსავალი 197 809 269 ლარი, კომპანიის დირექტორი – ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ანტონ ობოლაშვილი;
შპს „დანი 2012“ – დაფუძნებულია 2012 წელს, მისი ჯამური შემოსავალი 4 594 206, სწორედ აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის რესტორანი „ქართული სახლი“, დამფუძნებელი და 70%-იანი წილის მფლობელია მერაბიშვილის ნათესავი ლია ობოლაშვილი (მერაბიშვილი).
შპს „პრიმა ვიტა“ დაფუძნების დღიდან 2009 ჯამური შემოსავალი 4 734 195 ლარი, საწარმო დაფუძნებულია ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობრის გელა ობოლაშვილის მიერ….

ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძის მაჟორიტარად თვითონ ვანო მერაბიშვილიც დაასახელეს „ნაცებმა“!
ანუ თუ ორგვამა ვანო არჩევნებს წააგებს, თავისი კაცი მაინც ეყოლება პარლამენტში „ქართული ოცნების“ წყალობით და თუ ანტონ ობოლაშვილმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, დიიიიდი ალბათობით, თავის ნათესავ-მწყალობელს მიუთვლის საარჩევნო ხმებს და გამარჯვებული მაინც ვანო მერაბიშვილი დარჩება!


ახალციხე ,ბორჯომი ადიგენი, ასპინძაში ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული მესამე კანდიდატიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ეს გახლავთ – პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი


ირმა ინაშვილი! ირმა ბორჯომელია. ხალხსაც უყვარს, მაგრამ  ნაცმოძრაობამ და ქოცმოძრაობამ მასთან შესაჭიდებლად დიდი ფული, ვანოსადმი შიში და კოჰაბიტირებული ნაზავი გამოიყვანა, მის დასამარცხებლად!
ვაიიიი, ოცნებავ, დაგიძველდა მეთოდები და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა რომ ,აღნიშნულ მაჟორიტარობის კანდიდატებს ზურგზე დაგიდებთ მოსახლეობა! აკი ეს რომ ასეა, თვითონ  თქვენმა რჩეულმა ფულიანმა ბატონმა ანტონ ობოლაშვილმაც მოგახსენათ და სწორედ ამიტომ ითხოვს თქვენგან – მეტი გარანტიისთვის სიაში ჩაწერსაც?


დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი“ არჩევნები სწორედ ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა-ში იქნება და სირცხვილი შენ, „ქართულო ოცნებავ“, სირცხვილი, სისხლისმსმელების მასშტაბებს რომ ზრდი საქართველოს პარლამენტში, თითქოს გაქოცებული ნაცების სიმრავლე გაკლდეს  ან მაჟორიტარი კანდიდატებისა, ანდაც საკუთარ რიგებში!!! მასე გააგრძელე „ქართულო ოცნებავ“ მასე, აუსრულე ოცნება „ნაცებს“, დააბრუნე ხელისუფლებაში ოღონდ, ერთი რამ, ჩაიბეჭდეთ ტვინში,,გახსოვდეთ კოვზსა პატარას, დიდი ზღვა დაულევია, ალვის ხე ცამდე ასული, ჭინჭველას წაუქცევია,, და ეგრე დაგემართებათ ზუსტად!!! ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი გეუბნებათ ამას, უამრავ თანამოაზრე ვეტერანებთან ერთად!

ირინე გოგოსაშვილი, ალია №26
577990126

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    და მერე რა?რას ემსახურება ეს სტატია?სახელები და გვარები შეიცვალა მარტო,შინაარსი უცვლელია.ღორები ისევ ღორული მონდომებით თქვლეფენ ბიუჯეტს,ხალხის ჯიბიდან ამოცლილი ფულით მდიდრდებიან და დეგრადირდებიან .რას არ გაიგებს კაცი,ვისი ვიოლინო ვის როიალშია ,გაგებაში აღარავინაა.ხალხმა სახე დაკარგა,თავმოყვარეობა.ყოველდღე რომ გიწევს შიმშილთან ომი,მაგის შედეგია აბსოლიტური ნიჰილიზმი.მშიერი ხალხი ვერ გააკონტროლებს ხელისუფალს,ამით სარგებლობს ნაგავი ობივატელი და ექაჩება საერთო სიდიდრეს საკუთარ მუთაქებში.ამას ვერ აპროტესტებს მშიერი კაცი,ის ეცდება მივიდეს და ძალით აიღოს იმიტომ,რომ შია.ასე იწყება ოხლოკრატია ქვეყანაში.იმდენად უვიცები არიან ძლიერნი ამა ქვეყმისანი,ვერც კი ხვდებიან,რა გამალებით ითხრიან საკუთარ პოლიტიკურ საფლავს.რაც შეეხება ირმა ინაშვილს,”ნეტარ არიან მორწმუნენი”.მე პანდემიის დროს მხოლოდ 5კალათის დარიგება შევძელი.მეტი ფული არ მეყო.ძალიან კი მინდოდა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის დამერიგებინა ეს კალათები….

  2. ანონიმური

    martali xart ars erts ars meores ar unda mises xma xalxma orivenidedamotknulebi arian kidev mgonia inasvili jobia magat tumsa eses ar jans arsad aravis imedi aramakvs da ars vapireb arjevnebze tasvlas

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.