„ქმართან შეთანხმებული გეგმით, ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა“ – თაღლითობა რუსთავში

რუსთავში დააკავეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებმაც თაღლითური სქემის საშუალებით მამაკაცს თანხა გამოსძალეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა.

სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით ქალი იაღლუჯის ფერდობზე უფროსთან ერთად მისივე ავტომობილით ავიდა.

რამდენიმე წუთში, ადგილზე მივიდა ქალის ქმარი და მობილურით, შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, პარტნიორთან, საკუთარ ცოლთან ერთად, ვიდეოზე აღბეჭდა.

ქმარი აღნიშნული ფაქტით ვითომდა გაბრაზდა, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლის უფროსს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვიდეომასალას წყვილი შანტაჟისთვის იყენებდა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რუსთაველმა ცოლ-ქმარმა მამაკაცს 15 000 დოლარი გამოსძალა.

დაზარალებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლ-ქმარმა მას იგივე ოდენობის თანხა მეორედ მოსთხოვა.

სამართალდამცავებისთვის მიმართვის შემდეგ რუსთავის პოლიციამ ცოლ-ქმარი მალევე დააკავა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რა დონემდე “დავეცით” ქართველი ქალები…. არის კი ქართველი? (არაკაცებზე თქმაც ზედმეტია).

    1. ანონიმური

      ალბათ უფროსმა სექსუალურათ შეავიწროვა ქალი. მანაც ეგ მოუწყო. ღირსი იყო უფროსი.

  2. ანონიმური

    Qaliqalia qmari kaidros gaatarebs

  3. ეკო

    რა სულის ადამიანი უნდა იყო, რომ მსგავსი რამ მოგივიდეს თავში და განახორციელო. საგიჟეთია გარშემო. დაიქცა და გათახსირდა ეს ქვეყანა. ეს სად ვცოხვრობთ?!

  4. ანონიმური

    tqven vares izamt chansi ro mogecet jer sad xart cheidleba kacebmac dauwvet qatmebo

    1. ანონიმური

      ჰა-ჰა-ჰა!!!

  5. მერაბ

    სამწუხაროდ ბევრია ასეთი ქათამი მამაკაცები ქალებს რომ აქირავებენ….მაგათი არაქართველი დედაც….

  6. მახო

    ან იმ ქალს არ ყავდა პატრონი ასე თუ აძალებდა ქმარი.ან მამა ან ძმა. ამას რომ ცოლს გააკეთებინებ უნდა დაგლიჯო ის ქმარი

  7. ანონიმური

    😂😂

  8. იკა

    ღალატის ფასს უყურეს უეჭველი 😂

  9. ანონიმური

    😃😃😃😃🤦‍♀️

  10. ანონიმური

    Ese

  11. ანონიმური

    რეები იკადრა უყურე ერთი ამას

  12. ანონიმური

    აი მესმის პროფესიონალიზმი, საკმაოდ კარგად დაგეგმილი თაღლითობაა

  13. ანონიმური

    იქნებ ამ ცოლქმარსაც მოვუსმინოთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.