ქვიშხეთში მანქანა მდინარეში გადავარდა – დაიღუპა 5 ადამიანი, მათგან 3 ბავშვია

ცოტა ხნის წინ ქვიშხეთში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია.

მსუბუქმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი და ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 176-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.