„ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან“

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან დაინფიცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე” განაცხადა.

„ქვეყანაში დადასტურებული ყველა შემთხვევის კონტაქტებს დღეს ჯერ კიდევ მაქსიმალურად მივდევთ. ჩვენ ვიცით ყველა კონტაქტი, რომელიც იყო ინფიცირებულ და ჰოსპიტალიზებულ ადამიანებთან. მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან დაინფიცირდა. არ გვინდა, მდგომარეობა იქამდე მივიყვანოთ, როცა არ გვეცოდინება წყარო, საიდანაც ადამიანი დაინფიცირდა და მთავრობისადმი ამიტომ იყო ჩვენი რჩევა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და საქმე აქამდე არ მივიყვანოთ”, – განაცხადა იმნაძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს ტქვენი ბევრი შრომის შედეგია ბატონო პაატა გაიხარეთ

  2. ანონიმური

    ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თვქენ ბატონო პაატაა გაიხარეთ

  3. ანონიმური

    ამას რა ჯობს მერე ბატონო პაატა

  4. ანონიმური

    წარმატებებს გისურვებთ ბოლომდე ესე წარმატებით დაგვემარცხებინოს ეს საშინელება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.