ქვეყანაში არსებული სიღატაკის ფონზე, “ოცნებას” 2 ათასზე მეტი შტაბის შენახვა დღეში(!!!) 300 ათას ლარზე მეტი უჯდება!

რასაც ახლა დავწერთ, შესაძლოა წარმოუდგენლადაც ჩანდეს – „ქართულმა ოცნებამ“ თითო უბანზე თითო შტაბი გახსნა, ანუ მმართველ გუნდს საქართველოს მასშტაბით 2 ათასზე მეტი შტაბი აქვს. დედაქალაქში და მუნიციპალურ ცენტრებში თითო შტაბის შენახვა დღეში 100-150 ლარამდე ჯდება, სოფლებში – 50-70 ლარი, ანუ საშუალოდ მხოლოდ შტაბების ხარჯი დღეში 300 ათას ლარს აჭარბებს. შესაძლოა, ეს ციფრი ვინმეს არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ შეგიძლიათ თავად დაიაროთ და მოიკითხოთ. რაც ყველაზე საინტერესო, სექტემბრიდან ეს თანხები გაორმაგდება და თითოეული დღე ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება. საიდან ასეთი კოლოსალური თანხები? აი, აგვისტოს შემოწირულობებს რომ ნახავთ, მერე მიხვდებით. ამას გარდა, მაჟორიტარობის კანდიდატებს საკუთარი სახსრებიც ჩართული აქვთ საქმეში და დაფინანსების წყაროებს კიდევ ეძებენ.

ფული მმართველი გუნდისთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება, პრობლემა სხვა რამ არის – ადამიანური რესურსი ჭირს და ეს იმის მიუხედავად, რომ „ოცნებამ“ ოპოზიციის ათეულობით აქტივისტი გადმოიბირა და რამდენიმე ათეული უკვე დაასაქმა კიდეც, სანუკვარი 41%-ის მიღება მაინც შორეულ პერსპექტივად ჩანს. თუ მეორე ტურში გარკვეული მაქინაციების გამო, სასურველი კანდიდატის გაძვრენა შესაძლებელი იქნება, პარტიული ხმები მხოლოდ პირველ ტურში ითვლება და სწორედ პირველი ტურის შემდეგ უნდა გამოჩნდეს, „ოცნება“ მთავრობას დამოუკიდებლად დააკომპლექტებს თუ კოალიციური მთავრობა გვეყოლება, ანუ ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე. ამ ვარიანტს „ოცნების“ ლიდერები აქტიურად განიხილავენ და იმასაც კი ვარაუდობენ, ვისთან იქნება შესაძლებელი კოალიციის გაკეთება. თავად განსაჯეთ, როგორი საყურებელი იქნება, მაგალითად გიორგი გახარია პრემიერი და დავით ბაქრაძე მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრი. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ მმართველი გუნდი მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებისთვის ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს (სხვებს ამის შანსი არ აქვთ), ვადამდელი არჩევნები დამოკლეს მახვილივით დაეკიდება… ამომრჩევლის თავზე.

და ერთიც – ქობულეთში, მოსახლეობისთვის დარიგებული ბოსტნეული ტესტი იყო. ტესტი იმისა, რამდენად მიიღებდა მოსახლეობა უფასო პროდუქტს და ექნებოდა თუ არა აგრესია. ტესტმა წარმატებით ჩაიარა და კარტოფილი და ხახვი კი არა, პანდემიის მეორე ტალღის სახელით, მოსახლეობა წიწიბურას, ზეთს, მაკარონს, ბრინჯს, ფქვილს და კიდევ არაერთ პროდუქტს მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება, თუმცა შესაბამისი მითითებებით – პროდუქტს შემთხვევითი ადამიანები ვერ მიიღებენ.

ანი დვალიშვილი, ალია №28

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვერ ,,გამოურეცხავ” ალია ხალხს ტვინს

    1. ანონიმური

      ocnebas ro mxarsfaucher gamorecxiligaq tvini aba rgaq

  2. ანონიმური

    vazelini moashoret she bidzinas mona mogitkan qoci dedis klitori pu gamkidvelo

  3. ანონიმური

    კი იქნება რიგგარეშე არჩევნები ეჭვიც არ შეგეპაროთ,ხალხო იფიქრეთ ვის უნდა მისცეთ ხმა რიგგარეშე არჩევნებზე ,ასე აღარ შეიძლება.

  4. გრიშა

    იმ თქვენ ბელორუსელ ბატკას ჰააგის ტრიბუნალი სანატრელი გაუხდება ერთ კვირაში მაქსიმუმ, რუს ბატკას მაქსიმუმ ერთ წელიწადში, არა გრიგორიჩი ჭკვიანი კაცია შარში არ გაიხვევს თავს, ის ფული თავის თვის უნდა, აბა??? პატარა საგარანტიო დიღომში რომ საელჩოა და მიხედავს თავის საქმეს. ერთი ზარი ახლობელთან. მიშაც ახურებს რა, აგერ ბოკერიას ყურმილი ხელში ეჭირა და მიშამ ატეხა ამბავი, მაგიც არი რა!!! მიეცი შე კაი კაცო კაცს ამხელა ქონება დასახარჯი აქ, შენი რაღა მიდის???

  5. გადაშენდით ერთ დღეს, ყველა მოღალატე.

    ალია,ალია,შენ ვერასოდეს მოიყვან ალიონს შენი ნაცებისთვის.

  6. ანონიმური

    მივმართავ ალიას. იქნებ ისიც დაგეთვალათ ქართულმა ოცნებამ კოვიდ-19 – ის ფონდში რამდენი გადარიცხა და შეგედარებინათ სხვა პარტიების შემოწირულობებთან (კი იცით რომელ პარტიებზეა ლაპარაკი)…

    1. ანონიმური

      vai shen patrons ubefurs ra garecarixar mtavrobas aba raundaeqna es saamakoa she gveli qoco

      1. ანონიმური

        pitalo

  7. ანონიმური

    არა რაა, ქოცი დიაგნოზია ბლიად რაა…. ნაცი ხომ იყო და იყო, მარა ქოციი… აი სადღაც გონებასუსტობასა და ჩლუნგობას შორის დიაგნოზია ბლიად…

    1. ანონიმური

      asianixar gaixare

  8. ანონიმური

    ისე ლაპარაკობთ გეგონება თქვენ იხდიდეთ მაგ გადასახადს რა

  9. ანონიმური

    სხვების შტაბებიც უნდა დადოთ მაშინ 😉

  10. ანონიმური

    ნაცებს რამდენი უჯდებოდათ მაშინ ისიც გაიხსენეთ აბა

    1. ანონიმური

      amitom igive unda gnan? dedamiteslilo ocnebisgan

  11. ანონიმური

    და თქვენ რა მაგით? შური გალაპარაკებთ შურიიი

  12. ანონიმური

    midit gacecet bidzo magis ojaxs sheveci au ravioli da 4dzalikavs uuu ras motknavda kaci pulisgamo gatxovilebi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.