ქართველ მძღოლს თურქეთში გულის შეტევა მაშინ დაემართა, როცა სატვირთო მანქანას მართავდა

თურქეთში რუსთაველი მამაკაცი გარდაიცვალა. გელა ჯიქიას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ინფო რუსთავის ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ იმ დროს გახდა როდესაც სატვირთო ავტომობილს მართავდა.

შემთხვის ადგილზე სასწარფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს რუსთაველი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. “ინფო რუსთავის” ცნობით, უკვე დაიწყებული გადმოსვენების პროცედურები.

45 წლამდე მამაკაცს მეუღლე და 3 შვილი დარჩა.

წყარო: „ინფო რუსთავი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.