ქართველი რეჟისორი კინოტავრის ცერემონიაზე კოვიდ19-ით დაინფიცირდა

ქართველ რეჟისორს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რეზო გიგინეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, რეჟისორი სხვა კინომოღვაწეებთან ერთად რუსული კინოდაჯილდოების, კინოტავრის ცერემონიაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ერთ-ერთ სტუმარს, რეჟისორ ალექსანდრ მოლოჩნიკოვს COVID-19 აღმოაჩნდა.

გიგინეიშვილის გარდა, კორონავირუსი ამ ეტაპზე ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ნიგინა საიფულაევას დაუდასტურდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.