ქალმა, რომლის დაინფიცირების გამო მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა, კორონავირუსი დაამარცხა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას მალე მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან მყოფი პაციენტი ეწერება.

ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი, რომელიც თავის დროზე უმძიმეს მდგომარეობაში იყო, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 55 პაციენტი, იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომაროება ამ ეტაპისთვის არის დადებითი, მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არა თუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“ , – განაცხადა რატიანმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.