“ფოფხაძის პოზიცია უსამართლოა, რადგან იგი პარლამენტარია და უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად” – ლევან გოფოძე ფოფხაძეს აზროვნებას უწუნებს

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოს მედპერსონალს სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იქ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სათანადოდ არ მკურნალობენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, საავადმყოფოში არც არაკოვიდიანი პაციენტების უფლებებია დაცული.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, ლევან გოფოძეს მიაჩნია, რომ ფოფხაძის განცხადებები უსამართლოა, რადგან კლინიკაში ყველა პაციენტის უფლება სათანადოდ არის დაცული. გოფოძემ ფოფხაძის სკანდალურ განცხადებებს „პრაიმტაიმთან“ უპასუხა.

„როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი გეუბნებით, გედევან ფოფხაძის პოზიცია არის უსამართლო და მოგახსენებთ, რატომ – ბატონი გედევანი გახლავთ პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრი კი არის ადამიანი, რომელიც უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად და ზრუნავდეს სახელწიფოს განვითარებაზე.

რესპუბლიკური საავადმყოფო განეკუთვნება იმ იშვიათ კლინიკათა რიცხვს, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, სულ სამი თუ ოთხი კლინიკა გვქვს ასეთი მთელ საქართველოში.

პირველი მარტიდან რესპუბლიკური საავადმყოფო არის ცხელების და კოვიდის ცენტრი, რომელიც იღებს შეუწყვეტელი რეჟიმით კოვიდიან პაციენტებს. მე არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა, როცა ბატონი გედევანი ამ ხნის გამავლობაში მობრძანდა და მოიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები, დაინტერესდა, რა მდგომარეობაში მუშაობენ აქ ექიმები და რა მდგომარეობაში არიან პაციენტები, სცადა ჩვენი დახმარება იმისთვის, რომ კლინიკაში, რამე გამოესწორებინა.

ჩვენს კლინიკაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღო ადეკვატური დახმარება. გედევანის შესაბამისი პირობები ვერ მოვაწყვეთ, რა ვქნათ. მე არ ვაპირებ ბატონ გედევანთან პოლემიკაში შესვლას.  ჩვენთან პაციენტის კვება ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მითუმეტეს, ცხელების ცენტრში, რა არ მოეწონა მას, ვერ გეტყვით.

ახლა დავბრუნდი სამსახურში და ყველაფერში გავერკვევი. სიმართლე არ არის, რომ ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტი ერთი სველი წერტილით სარგებლობს”,- განაცხადა მან.

კითხვაზე, არის თუ არა რესპუბლიკურ საავამყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის პირობები იდეალური, გოფოძე გვპასუხობს:

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირობები არ არის იდეალური, იმიტომ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ იყო აშენებული ინფექციური პაციენტებისთვის.

ჩვენ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავაკეთეთ მაქსიმალურად ინფექციური საავადმყოფოს რეჟიმზე.

რაც შეეხება ცხელების ცენტრს, რომელშიც ბატონი გედევანიც მოხვდა, იქ ყველა პალატას არ აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი. ცხელების ცენტრში სულ ოთხი სველი წერტილია. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ იქ ახალი სველი წერტილები შევქმნათ, რადგან კონსტრუქცია არ იძლევა ამის საშუალებას და ა.შ“

ინფორმაციისთვის, გუშინ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძე „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის მანძილზე ერთი კვებაც კი არ მიაწოდეს.

“ალია” შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვენი ჟურნალისტიც იყო მისული და ჯოჯოხეთურად ცუდი პირობები აღწერა.

“ალია” შეგახსენებთ, კლინიკის ხელმძღვანელის დამოკიდებულებას ექიმების და ექთნების მიმართ და მათ წერილებს.

მართალია, ბატონი ლევანი ამბობს, არ დაინტერესებულა გედევანი ჩვენი პირობებითო, მაგრამ “ალია” დაინტერესდა და ბატონი ლევანს ყურად არ უღია, არც უცდია გარკვევა, არც არაფერი გამოუსწორებია, როგორც ჩანს.

რაც შეეხება საპირფარეშოებს, როცა კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ პალატებს არა აქვთ ინდივიდუალური სველი წერტილი, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სველი წერტილი არის საერთო! შეიძლება თუ არა იმ ცენტრში, სადაც წევს პაციენტები, რომლებმაც არ იციან ჯერ ანალიზის პასუხი – ჰქონდეთ საერთო სველი წერტილი? – რა თქმა უნდა – არა.

ბატონმა ლევანმა, გედი ფოფხაძის განცხადებიდან 12 საათის შემდეგაც კი არ იცის, მიუტანეს კვება, თუ მართლა აშიმშილეს და მისი ერთადერთი პასუხი ისაა, რომ გედი ფოფხაძე პარლამენტარია და უნდა მოითმინოს.

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ გედი ფოფხაძე პარლამენტარია, არ იქნება რთული იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება კლინიკა მოექცეს არაპარლამენტარ პაციენტებს! თუმცა, ჩვენ ეს ჩვენი თვალითაც გვაქვს ნანახი.

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    da tqveni mdzgneri davalos she mtavrobis mineto sadari saxelmcipo she gagdebulo kleo

  2. ანონიმური

    niniko daicke ninikoooo she araqalo

  3. ანონიმური

    nati saxar kleqala daicke lokva ocnebiiiiis

    1. გარიკ

      s a x a r – в магазине!

  4. ანონიმური

    მარტო ფოფხაძის პოზიცია არაა, სხვებიც მრავლად არიან და, საერთოდ ექიმების უმრავლესობას, ექთნებისაც, ლიცენზია უნდა გაგიუქმონ. არც ეთიკა არც დეონტოლოგია არ გაგაჩნიათ.თეთრხათიანი წურბელები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.