(ფოტოები) – 71 წლის ალა პუგაჩოვა -“წლები კი არ ემატება, აკლდება, მგონი, ჯადოქარია”

პო­პუ­ლა­რუ­ლი რუსი პრი­მა­დო­ნა, 71 წლის ალა პუ­გა­ჩო­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და რო­გორც მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, “თან­და­თან ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა”. მომ­ღერ­ლის ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და არც ამ­ჯე­რა­დაა გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა.

71 წლის მომ­ღე­რა­ლი იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია, მას ახალ ფო­ტო­ებ­ში შავი სა­მო­სი აც­ვია და რო­გორ ვხე­დავთ, მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს კლა­სი­კუ­რი სტი­ლის შორ­ტი შე­უ­სა­ბა­მა. ფო­ტო­ებ­ზე ალა თა­ვის ქმარ­თან, მაქ­სიმ გალ­კინ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი სუ­რა­თე­ბი სწო­რედ გალ­კინ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გულ­შე­მატ­კივ­რებს პრი­მა­დო­ნას შთამ­ბეჭ­და­ვი ვი­ზუ­ა­ლი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ. ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ მომ­ღე­რალ­მა ახა­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ი­კე­თა და სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ასე.

კო­მენ­ტა­რებ­ში უამ­რა­ვი ქა­თი­ნა­უ­რი მი­ი­ღო. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახლა თა­ვის 27 წლით უმ­ცროს მე­უღ­ლე­ზე უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლა­დაც კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. კო­მენ­ტა­რებ­ში ხუმ­რო­ბით იმა­საც ურ­ჩე­ვენ, რომ დროა, ახალ ქმარ­ზე იფიქ­როს, რად­გა­ნაც მაქ­სიმს უკვე ასა­კი და­ე­ტყო.

მას წლე­ბი კი არ ემა­ტე­ბა, აკ­ლდე­ბა. მგო­ნი, ჯა­დო­ქა­რია

მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ქალი

25 წლის ვარ და ალას ფე­ხე­ბის მშურს, ამას რო­გორ ახერ­ხებს?!

მაქ­სიმ, მო­გი­წევს თავს კარ­გად მი­ხე­დო, თო­რემ შენ­ზე ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

View this post on Instagram

Ну, что? 😊 1, 2, 3 или 4?

A post shared by Максим Галкин (@maxgalkinru) on

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.საოცარი ქალი,საოცარი მომღერალი❤

  2. ანონიმური

    Ra magar petzea

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.