ფოტოები კარანტინიდან – “ტარაკანა, ჭუჭყი, ბოსელი! – ოთახი სადაც ადამიანი ჩაკეტეს კარანტინში” – ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, “ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო…

ეს არის ოთახი სადაც ადამიანი ჩაკეტეს კარანტინში….

კედელზე ტარაკანით…..

სპეციალურად ურწმუნო თომებისთვის დავამატებ რომ ეს ადამიანი ჩემი შვილია და ფოტოებიც მისი გადაღებულია.

ქვეყანაში მიდის ან საბოტაჟი ან მოქალაქეების შეგნებული მასხრად აგდება მთავრობის წარმომადგენლების მიერ!

ეხლა დავდე ვიდეო მიმართვა, სადაც ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ გაბუნია არწმუნებს მოსახლეობას, რომ თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის საშუალება მას იძულებით კარანტინში არ გააჩერებენ და არჩილ თალაკვაძე გამონაკლისი არ არისო.

სამწუხაროდ ეს აღმოჩნდა ტყუილი და ჩემი შვილი, რომელიც ჩამოვიდა ნორვეგიიდან გამოკეტეს კარანტინში, თანაც რაღაც ბოსელში – ჭუჭყში და ანტისანიტარიაში!

მივმართავ ყველა უწყებას ვისაც ეხება ეს საკითხი- სასწრაფოდ შეწყვიტეთ ხალხის დამცირება და შერჩევითი გადაწყვეტილებების მიღება!

არჩილ თალაკვაძეს მივმართავ – მოგწონთ ბატონო არჩილ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა და საზოგადოების მასხრად აგდება?

ხვალამდე დაველოდები რაიმე პასუხს იმათგან ვისაც მივმართე.

ეს არის ოთახი სადაც ადამიანი ჩაკეტეს კარანტინში. კედელზე ტარაკნებით…. – დარასელიას ქ. #4სასტუმრო სიმპათია.”

მოგვიანებით, ერეკლე წერს:

“გადაიყვანეს თათია სხვა ნომერში. მადლობა ყველას ვინც ამაში დამეხმარა.”

ერეკლე კუხიანიძის პოსტზე უამრავმა ადამიანმა დატოვა კომენტარი, უმეტესობა უმტკიცებდა, რომ იტყუებოდა, ზოგი ხუმრობდა, ზოგი თავისი კარანტინის ფოტოებს დებდა და სადილ-საუზმეს, ზოგი არიგებდა, რომ “ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს” და უნდა დამალოს ასეთი ფაქტები… გთავაზობთ, რამდენიმე კომენტარს:

ირაკლი ლატარიარას ამბობთ, გუგლში რომ ქონდათ ნანახი სასტუმროები და ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული, ისეთ სასტუმროებში მიყავთ ))) შეუძლია თქვას, რომ არ უნდა აქ და გადაიყვანენ ჰოლიდეინში და ა.შ… ვიღაც დამპალი ყოველთვის აღმოჩნდება, რომელიც საიდანღაც ფიქრობს ხელი გაითბოს და არ გამოვრიცხავ ასეთი იყოს ამ სასტუმროს მფლობელი… ხომ იცით როგორ პატივსაც გცემთ და როგორ გაფასებთ, მაგრამ კარანტინში ვინმე გადასულიყოს და იქ პირობა ცუდი ყოფილიყოს, მართლა ახლა გავიგე პირველად.. შეუძლია ჩემო მეგობარო სხვა მოითხოვოს, მართლა შეუძლია და ეს სასტუმრო დაემშვიდობება იმ ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოსთან აქვს

Beso Jakhaiaგამორიცხულია! სად არის ეს ადგილი? ჩემი ფეხით ჩავალ, საკუთარი თვალებით უნდა ვნახო!

Maia Chitaiaსაკუთარ თანაგუნდელს არ უჯერებთ, ტყუილში ადანაშაულებთ და ოპოზიციას დაუჯერებთ თქვენ? )) ..ღმერთო…რა დროზე გამოვაღწიე…

Marina Kvarianiარ გეუხერხულება ნანუკა ჟორჯოლიანივით მოქცევა?

Nona Chiokadzeეგ რომელი შვილი? მამაჩრმის პოზიციას არ ვიზიარებო და ჩაჯვი გარამიასთან რომ ინტერვიუების წერა არ დაიზარა იმან?

Keti Dolidzeარ მჯერა! წერტილი! ბევრი ჩემი ნაცნობი იყო კარანტინში! მშვენიერ პირობებში!!!

Demuri Qvacabaiaმეც არ მჯერა!.. ჯერ ნაცებს არ დაუდიათ ასეთი ინფორმაცია ღა თქვენ რატომ ჩქარობთ ასე?

David Akhrakhadzeტარაკანამ იჩივლა?? კორონიანი კაცი შემომიგდესო?

Beqa Ramishviliესე იგი, კაცი იძახის ჩემი შვილია და პირდად გადაიღო სურათები თვითპნ არის იქო და სასტავი ამტკიცებს არა ასე არ იქნებაო….ბიჯო ის ხო გჯერათ ალენ დელონი ახალგაზრდობაში სამხედრო ქურთუკით რო დადიოდა იმის გამო რომ ლეკვები და კნუტები გაეთბო?!

ვიდეო, რომელიც ერეკლე კუხიანიძემ გააზიარა. ერეკლე ჰყვება, რომ მის შვილს არ აძლევენ თვითიზოლაციაში გადასვლის უფლებას.

შერჩევითი კარანტინი!!!

Posted by გაახილე თვალები on სამშაბათი, 01 სექტემბერი, 2020
  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.