(ფოტოები) – არის თუ არა ლაშა ლურსმანაშვილი ის, ვინც ამირხანაშვილს ხვდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება პირი, ვისაც “კაწროს” ადვოკატი
“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში არსებულ “თეთრპერანგიან პირს” უწოდებს
თამარ აბესაძის თქმით, სამართალდამცველებმა მისი ვინაობა ცოტა ხნის წინ დაადგინეს.

გავრცელებული ცნობით, ეს ადამიანი ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილია, რომელიც “მთავარის” ინფორმაციით, ხაშურის საკრებულოს წევრია “ქართული ოცნებიდან”.

თუმცა, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა არის თუ არა ლურსმანაშვილი ის, ვინც “მთავარი არხის” მოპოვებულ კადრებში ფიგურირებს.

ცნობისთვის, ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ჩერდება მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოდის ე.წ. “თეთრპერანგიანი პირი”, რის შემდეგაც გურამ ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. 

“კაწროს” გამოკითხვა კი შსს-ში ცოტა ხნის წინ დასრულდა – ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა. 

მთავარი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ნათი

    რატომ ძრომიალობს ასე ღრმად ამ საკითხში სისხლიანი ნაცრეჟიმის ნარჩენი? რას უმტკიცებს ქართველ ხალხს? იმდენი გამოსაძიებლად საქმეებია სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ბოკერია-რურუა-ახალაიების სისხლიანი ნაცრეჟიმის დროინდელი, იმაში მოეხმაროთ და ფარდა ახლოს მკვლელობებს, სადისტურ წამებებს… ხალხს აინტერესებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი, ვინ არის მისი მკვლელი და ვინ მკვლელობის დამკვეთი. აი, ესაა ხალხის დაკვეთა.

    1. ანონიმური

      ხალხს იმდენი რამე აინტერესებს………..

    2. ეთო

      10000% სიმართლე

    3. ელენე

      ნათი, რატომ ძრომიალობს (სრულიად გეთანხმებით შერჩეულ ზმნაში) ვგონებ ნათელია: მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირებით, თორემ სადმე გინახავთ გვარამიას, ზოდელავას, კუპრავას ან კაპანაძის გახსნილი საქმეები? ეს ნაგავი ხალხი დღეს მოევლინენ საზოგადოებას “სიმართლის დამდგენელ ჰოლმსებად”, თორემ მათი მმართველობის დროს რა ტიპის “გამოძიებებს” ატარებდნენ ზუსტად 3 დღეში, ისე, რომ ადვოკატს საქმის მასალების გაცნობის დროც არ ჰქონდა, ცნობილია. თუმცა, ის, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილების საქმეები უნდა ყოფილიყო გამოძიებული, ეს დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივა იყო, მათ კი რა გააკეთეს? მწამებლებთან კოჰაბიტაცია გამოაცხადეს. შესაბამისად, ის, რომ დღეს, ავადმყოფი გვარამიას ტელე-შოუებს ვუცქერთ და “არნახულ გამოძიებებს” ვისმენთ (ადამიანი თუ მარცხენა ხელით პასუხობს ტელეფონს, უეჭველი ცაციაა. დაახლოებით ამ კალიბრის იდიოტიზმზეა საუბარი) ამაში პასუხისმგებელი მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებაა. უბედურება ისაა, რომ საზოგადოების ნაწილიც ჩაერთო გვარამია-სანაია-გრიგოლია-მელაძის “საგამოძიებო” ფერხულში და მეორე უკიდურესობას ვღებულობთ: სრულიად დაუსაბუთებლად ხან ერთ, ხან მეორე ადამიანს აბრალებენ მკვლელობას ან თანამონაწილეობას. ეს ყველაფერი კი, ნამდვილი დამნაშავეების ადვოკატებს ეხმარება. მკლვლელობის ბრალდება უმძიმესია და უტყუარი მამხილებელი თუ არ გაქვს, წავა ის ბრალდებული და სტრასბურგში მოიგებს სასამართლო პროცესს. ეს ხდება ახლა იმ მარაზმით, რაც ტელევიზიებში მიმდინარეობს ამ საქმესთან მიმართებაში და ამის უფლება მათ მხოლოდ ხელისუფლებამ მისცა, დაგვიანებული და ხშირად, სიმართლის დადგენისა და სამართლის აღუსრულებლობის გამო. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა გეთანხმებით, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან.

      1. sos

        10000% სიმართლეა რაც თქვით

    4. marine

      erti meures ar cvlis 8 welia simartlis dzebnis nacvlad nac-qocta dapirispirebis mets verafers vxedavt erti damnashavea magram meores ufro meti daushavebia turme geyot tqveni saqcielis gamartleba imis mixedvit turme nacebi tqvenze uaresebi yofilan nemsis qurdi da aqlemis qurdi orive qurdia xalxs simartle schirdeba da ara tqveni shejibri arakacobashi

  2. ანონიმური

    სულ შემთხვევით აღმოჩნდა იქ იმ დროს. ამას რომ ვინმე დაიჯერებდეს..

  3. ანონიმური

    Mere gamoudzios am sirma qartulma
    Qocnebam nacebis danasgauli magram garigebulia nacebtan da ayleveben xalxss!!!

  4. ანონიმური

    აჩვენეს კადრები სადაც ასეთივე მოკროავტობულისკენ მიდის და უკან ბრუნდება, გამოდის ელოდებოდა!

  5. გარიკ

    სიმართლეს წერთ. გაითვალისწინოს ყველა უმსგავსო უსახელომ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.