ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. კორონავირუსი გამოუვლინდათ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

მისი თქმით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. საეჭვო სიმპტომების მქონდე პაციენტების „პისიარ“ კვლევები კვლავაც გრძელდება“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.