ფოთელი “კანონიერი ქურდები” “ბონჩო” და “როკო” – “სასიკვდილოდ სცემეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 37 წლის ზაზა გვასალია ქარელის ერთ-ერთ სოფელში დააკავა.

საუბარია 2020 წლის 2 ივლისს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე, რა დროსაც 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცეს, სასიკვდილოდ სცემეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტყებუჩავას მამასაც.

ყველაფერი ქუჩიშვილის ქუჩაზე დაიწყო, როდესაც მამა-შვილი ტყებუჩავები, ერთ-ერთი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. მათ მოულოდნელად თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ადგილიდან 43 წლის მამაკაცი ახლოს მდებარე სკოლის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საქმის ე.წ. ქურდული გარჩევა მიმდინარეობდა. ფაქტის მოწმე სკოლის დარაჯია.

როგორც თვითმხილველები “კურიერთან” ყვებოდნენ, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის “ბონჩოს” გარემოცვის 10-მდე წევრი, ხელკეტებით სცემდა ვაჟა ტყებუჩავას, რომელიც ამ დაპირისპირებაში მარტო იყო. სკოლიდან ის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მანქანით გადაიყვანეს, სადაც სასტიკად ნაცემი ადგილზევე დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო ადგილობრივებმა დროულად გამოიძახეს, ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი მაშინვე დააკავეს, ზაზა გვასალია კი სწორედ ახლახანს ქარელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

ირკვევა, რომ მკვლელობის უკან საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდი“ ჯუმბერ ბაირამიდი დგას. მომხდარის მოტივად, ბაირამიდის კლანსა და კიდევ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის არსებული დაპირისპრიება სახელდება.

ვინ არის ჯუმბერ ბაირამიდი?

ეროვნებით ბერძენი 41 წლის ჯუმბერ ბაირამიდი ფოთიდან გახლავთ. იქ ცხოვრობენ მისი მშობლებიც. მას კრიმინალურ წრეებში „ბონჩოს“ მეტსახელით იცნობენ. „კანონიერ ქურდად“ 1999 წელს, 21 წლის ასაკში აკურთხეს. იგივე კრიმინალურ სტატუსს ფლობს მისი ძმა, სტავრო ბაირამიდი, მეტსახელად „როკო“.

სწორედ ძმები ბაირამიდების სახელი ფიგურირებს 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეში. ბაირამიდები ამჟამად თურქეთში ცხოვრობენ. ძმები გავლენიანი „კანონიერ ქურდის“, მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის კლანს წარმოადგენენ.

ჯუმბერ ბაირამიდი პირველად ფოთში ჯერ კიდევ 1994 წელს, 17 წლის ასაკში გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ კრიმინალური „ავტორიტეტი“ არაერთხელ იხდიდა სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისთვის.

“ალია” შეგახსენებთ, რომ მინდია ლავას ოღლი არ არის დაკავებული. იგი სამჯერ დააკავეს სხვადასხვა ქვეყნებში და ლავას ოღლის ადვოკატი ამტკიცებს, რომ უკრაინა თანახმა იყო მინდა გადმოეცა ქართული მხარისთვის, მაგრამ საქართველოდან მის წამოსაყვანა უბრალოდ არავინ ჩავიდა.

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    ხელისუფლებავ თქვენ მოგიტყანთ მკვდარი და ცოცხალი…ამ ყველაფრის გამო, ეს მაინც არ იყო წინა ხელისუფლების დროს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის…ასე რომ ელოდეთ, მოგკითხავთ ხალხი და…თქვენი მკვდარიც და ცოცხალიც…აუცილებლად მოგკითხავთ, ეჭვიც არავის არ შეგეპაროთ…პირველ რიგში მოკითხავენ ამ ყველაფრის ავტორსაც, არც ამაში შეგეპაროთ ეჭვი!

  2. ანონიმური

    მოგიტყანთ ყველამხრივ წაკუზული ოცნება.ვერ გაასწრებთ .თქვენი დრო მალე მოვა თქვე სირებო

  3. vvvvvvvv

    ნაწებო,ჯერ არ მოსოლხართ სათავეწი და ანგარიწ-სშორებაზე ლაჰარაკობთ. ოწნების მართლა დედა ….. რო არ გაგსრისეს თკე ბოზებო!!!

  4. ანონიმური

    ყლე ჭამე თ ნაცებმა შენს ცოლშვილს შეცა პირში კასტილიანმა

  5. ანონიმური

    შენ მოგიტყან ბოზი ნაციონალი დამბადებელი ჩაგაჯვა პირში გუბაზამ და მაჭუტაძემ 🖕🖕🖕

  6. ანონიმური

    რამ გაგაფუჭათ ასე ეს ახალგაზრდები ბოზობაზე რო ხართ გადასულები თქვენი ნაციონალი ოჯახები მოვტყან პატიოსნება როდის გქონიათ ახლა რო გაგჩენოდათ თქვე სულით და ხორცით ბოზებო 🖕🖕🖕

  7. არ გინდოდათ “ყველანი ციხეშიო”

    ნაცისტების იმ 9 წლის მადლი გფარავდეთ ერო და ბერო!
    მაშინ ერთი კანონიერი ქურდი იჯდა საქართველოში-მას მიშა ერქვა სახელად და კლიჩკა კიდევ დორბლიანს ეძახდა ზოგი დასირებული

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.