ფიქრია ჩიხრაძის განცხადება ხათუნა ლაგაზიძის მხარდასაჭერად

“ლელო საქართველოსთვის” წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადება:


უკვე ბევრი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედზე და მის ფუნქციაზე საუბარი არ წყდება. ამდენი ხანია არ გადაწყდა პრობლემა, რაც მიუკერძოებელი, საზოგადოების ინტერესზე ორიენტირებული ტელევიზიის არსებობას შეეხება. ჩვენ კი ფულს სწორედ ამაში ვიხდით. ვიხდით ფულს, მაგრამ ხარისხიან პროდუქტს ვერ ვიღებთ. სამწუხაროდ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლის ბერკეტებს, არადა, გვახსოვს მცირეხნიანი გამონათებები საზ.მაუწყებლის ისტორიაში – როცა ხელისუფლებები რაღაც მიზეზით ვერ იცლიდნენ არხის კონტროლისთვის.ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადექვატურად მორეაგირე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია – ვინ იქნება არხის ხელმძღვანელი.,,ლელო“ მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან, გარდა პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორისა, მას აქვს ხედვა, რომელიც დღეს არსებულ ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ზუსტად ესადაგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    ორი ნაძილარა. მედროვე. მახინჯი ქალები. თქვენს ადგილზე თავს არ გამოვყოფდი გარეთ.შემრცხვებოდა მაგ სიფათების გამოჩენა.

    1. ანონიმური

      vai shen patrons culukianis mere vis simaxinjeze saubrop ori jigari qali romelic dampal ocnebashi ararian shen ocnebis maxinjqalebs mixede tavxedo nabijvaro

    2. ანონიმური

      ocnebis monoba argcxvenia /

      1. ანონიმური

        შენ ნაცების მიმცემო…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.