“ფილტვებს ვერ გაგისინჯავ, კლინიკაში ვერ გადაგიყვან და რენტგენს ვერ გადაიღებო…”- კოვიდინფიცირებული

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ნათია მანია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოვიდა სასწრაფოს ექიმი. არ დაჯდა. ფილტვები არ გაუსინჯავს – უფლება არ მაქვსო,

საავადმყოფოებში ადგილი არ არისო, ვერსად ვერ გადაგიყვანთო.

სატურაცია გამისინჯა.

სატურაციის გასინჯვა არის ასე: სარეცხის სამაგრები რომაა, ე.წ. შპილკები, მაგის მსგავს ელექტრონულ რაღაცაში გაყოფინებენ თითს და გიჭერენ და ზედ ციფრები ეწერება. რანაირად ზომავს, აზრზე არ ვარ.

სატურაცია 96 მქონდა.

ბარემღა დანარჩენებსაც გაუსინჯეთ-მეთქი. დანარჩენებს 99-ები ჰქონდათ.

არაფერი გჭირთო. ამ 99-იანებს საერთოდაც გადასარევი სატურაცია აქვთ და არც შენია ცუდიო.

სატურაცია თუ იქნებოდა დაბალი, მერე ვიფიქრებდით, რა გვექნაო. ახლა დარჩით სახლში და ურეკეთ ოჯახის ექიმს, რახან სიცხეები გაქვთ, შეიძლება ანტიბიოტიკი დაგინიშნონო.

მეთქი, რენტგენს ვერ გადავიღებ ჩემი ხარჯით სადმე, რომ ზუსტად ვიცოდე, მაქვს ანთება თუ არა? ვერაო.

სულ ეს იყო…”

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    araushevs 4fgec da es mkvlelo ocneba morcheba

  2. ანონიმური

    ყველაფერი სწორად გაუკეთებია სასწრაფოს ექიმს.

    1. ანონიმური

      ეს ასეა. მართალი ხართ

  3. ანონიმური

    არსებობს პორტატული -ესე იგი გადასაადგილებელი,რენტგენის აპარატები,ამერიკაში ასეთი აპარატები მიაქვთ დაუძლურებული მოხუცის სახლში და ბინაზე უღებენ,ასეთი მომსახურება არ არსებობს საქართველოში რომ სახლში გადაუღონ ასეთებს?

  4. ანონიმური

    ამიტომ ვყვიროდი ეს ოქსიმეტრი უნდა იდოს ყველა ოჯახში ,ისე როგორც დევს თერმომეტრი.მისი ფასი 60ლარამდეა,ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა მათ მაინც უნდა ჰქონდეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.