“ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ” – შსს-მ თამარის კომპიუტერის მასალები გამოაქვეყნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ბიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გაასაჯაროვა.

უწყების ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულ კომპიუტერის ექსპერტიზას ბაჩალიაშვილების ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც ესწრებოდა.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide – რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

უწყებამ განცხადებას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში გადაღებული სურათებიც დაურთო, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს ფოტო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს ფოტო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს ფოტო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს ფოტო.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ რაც დადეთ არ დავიჯეროთ,რაში დაგჭირდათ მაშინ ის რაც გააკეთეთ,რასაც გვაყურებინეთ?

    1. ანონიმური

      იმიტომ რომ არც ტვინი აქვთ, არც კომპეტენცია და არც სინდის-მორალის ნატამალი გააჩნიათ. ესა ვართ რაცავართ და ვმუშაობთ ნაცების სასარგებლოდო.

  2. ანონიმური

    ამას ეძახიან ჩვენთან ექსპერტიზას??? შსს და ექსპერტებო, ტვინებზე საერთოდ ნაოჭები გააქვთ????… ,,ყველაფრი გასაგებია,, მაგრამ ლევან სამხარაულის სახელსა და ხსოვნას რას ერჩით, თქვე ახვრებო, თქვენა!

  3. ანონიმური

    ვაი, სირცხვილო! საქმის კერვის თავიც არა აქვთ, ჯერ გაექცათ ხელიდან დაგეგმილი საქმის კერვა და მედიის დახმარებით ყველაფერი ხელის გულზე დაგვიდეს, და ახლა სახელდახელოდ ისე უხეშად ბლანდავენ საქმეს.რომ ყველაფერი ღიად ჩანს. თვითონ სამართალდამცავი ორგანოები რომ არიან ჩართული ორგანიზებულ დანაშაულში თანამონაწილეობითი ტვირთის მაღალი მაჩვენებლებით.

    1. ანონიმური

      jojoxethi vcxovrobt rogorc undat ise jrian da keravenffa

  4. ანონიმური

    ფუი რა ჩათლახები ხართ.რეებს აქვეყნებთ თქვე მათხოვრებო ,რომ თავი მოიკლა?მხოლოდ თქვენისთანა ერთუჯრედიანი თუ დაიჯერებს!

  5. echvi

    adamiani fiqrobs tavi moiklas vitom da am dros kompiuteri ainteresebs vinmem feisbuqi ar waikitxoso vaimeeeeeeeeeeeeeeee

  6. ანონიმური

    კარგად მუშაობს შსს

  7. ანონიმური

    მიახრია რომ აქტიურად იძიებენ ამ საქმეს

  8. სოფი

    უკვე დღესავით ნათელია რატო მ და რისთვის მოკლეს , ამის შეკერვაში დროს ნუღარ კარგავთ მორალით მეძავებო , ახლა დროა დაასახელოთ მკვლელის ვინაობა ,რაც იდიალურად ი ცით , ნეტა თუ არსებობს სამყაროში ისეთი იდიოტი ვისაც ამ უსირცხვილოდ მონაჩმახის ჯერა ????!!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.