სომხურ გამოცემა “ჟამ”-ში («ժամ»//”საათი”) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “რატომ იყიდება სამედიცინო პირბადეები სომხეთში ძვირად, საქართველოსთან შედარებით?” საუბარია სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლების ანტიპანდემიურ ძალისხმევაზე, ერთმანეთთანაა შედარებული ორი მეზობელი ქვეყნის მთავრობების მოქმედება კორონავირუსთან ბრძოლის სფეროში (ავტორი – არტაკ აკოფიანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:”დღეს სომხეთში “ხალხის წიაღიდან გამოსული” ხელისუფლება მოქმედებს. ბევრი ნიკოლ ფაშინიანს პოპულისტს უწოდებს, ანუ ისეთ მოღვაწედ, რომელიც ცდილობს თავი მოაწონოს მოქალაქეებს, მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებით.

ასევე ამბობენ იმასაც, რომ მეზობელ საქართველოში ხელისუფლებას პოპულისტური ხასიათი არ აქვს. უფრო მეტიც, ქართულ მთავრობას არასაკმარის დემოკრატიულობაში ადანაშაულებენ.მოდით, შედარებითი მეთოდით შევეცადოთ იმის გარკვევას, თუ როგორებია სინამდვილეში სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლება, როგორ და რა ფასად ებრძვიან ისინი კორონავირუსს.კორონავირუსი თავდაპირველად საქართველოში დაფიქსირდა – 26 თებერვალს,სომხეთში კი მხოლოდ 2 მარტს. ანუ, ბუნებრივია, სომხეთი ვირუსის გავრცელებას უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა, მით უმეტეს, რომ ჩვენთან უცხოელები 4,5-ჯერ უფრო ცოტა ჩამოდის, ვიდრე საქართველოში. მაგრამ დღეს სრულიად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს: 28 მაისის მონაცემებით, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობა 8216 ადამიანს შეადგენს, საქართველოში კი ანალოგიური მაჩვენებელი 10-ჯერ და მეტად ნაკლებია. ჩვენთან ვირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა, საქართველოში კი მხოლოდ 12, ანუ დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები.
როგორც სომხეთის ხელისუფლება აღნიშნავს, მართალია, საქართველოსთან შედარებით ჩვენთან ჯანდაცვის მდგომარეობა უარესია, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაო. რა იგულისხმება ამ განცხადების უკან?ვირუსის გავრცელებამდე ჩვენთან დრამისა და დოლარის კურსი არ შეცვლილა, საქართველოში კი ლარი-დოლარის კურსი დაახლოებით 14%-ით შეიცვალა, ანუ თუ კორონავირუსამდე დოლარი 2,8 ლარი ღირდა, დღეს 3,2 ლარი ღირს. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოში, სომხეთისაგან განსხვავებით, სულ სხვანაირი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ტარდება. სხვათა შორის, იგივეა რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. რატომ განსხვავდება სომხეთი ჩამოთვლილი ქვეყნებისაგან, ეს ცალკე საუბრის თემაა.
მაგრამ დავუბრუნდეთ იმ პრობლემებს, რაც მოქალაქეებს აღელვებთ.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში პირველი მოხმარების საგნებზე ფასები არ შეცვლილა, ან თუ შეიცვალა, ძალიან უმნიშვნელოდ. სომხეთში კი, მაგალითად, ხილზე ფასებმა 20-30%-ით მოიმატა. საქართველოში ტურიზმი უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვენთან. კორონავირუსმა ამ დარგს ორივე ქვეყანაში დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველო მაინც გეგმავს, რომ შარშანდელი რეკორდული რაოდენობის (9,2 მილიონი ტურისტი) 25% მაინც მიიღოს. ჩვენთან კი ტურიზმი აბსოლუტურად ჩამკვდარია: არავის არ სჯერა, რომ წელს სომხეთი შარშანდელი რაოდენობის (1,9 მილიონი) 10% თუ მაინც მიიღებს.ნიკოლ ფაშინიანს ძალიან უყვარს კორონავირუსულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი. რამდენიმე თვის წინათ მან მოქალაქეებს მოუწოდა პირბადეების და სანიტაიზერების წარმოება დაეწყოთ, თუმცა როცა ჩვენი პრემიერი ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდა, ქართველები უკვე აკეთებდნენ. დღეისათვის საქართველოში პირბადეებზე 9 მსხვილი საწარმო მუშაობს და მათგან უდიდესი – «New Technologie Impex» თვეში 12 მილიონ პირბადეს ამზადებს.შედარებისთვის: სომხეთში ფირმა “ტაშირ-ტექსტილი” თვეში მხოლოდ 900 ათას პირბადემდე ქაჩავს. ამჟამად საქართველოში სრულიად უზრუნველყოფილია შიდა მოთხოვნილება პირბადეებზე და დაწყებულია მისი ექსპორტი როგორც ევროპულ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. წარმოების მოცულობა იმდენად დიდია და იმდენად არის ბაზარი გაჯერებული, რომ პირბადის საშუალო ფასი საქართველოს აფთიაქებში და მაღაზიებში 50 თეთრამდე მერყეობს, ანუ მხოლოდ 75 დრამამდე. ჩვენთან კი პირბადის ღირებულება ორჯერ მეტია – 150 დრამამდე…
და თუ ამ ყველაფერს იმასაც დავამატებთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ანტიკრიზისულ პროგრამაზე 300 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს, საქართველო კი 750 მილიონზე მეტს, მაშინ ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ უწოდებენ სომხეთის დღევანდელ მთავრობას და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს პოპულისტურს, საქართველოს მთავრობასა და პრემიერ გიორგი გახარიას კი – არა?ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მოსახლეობას მხოლოდ ერთი თვის კომუნალური ხარჯები აუნაზღაურა, საქართველოს მთავრობამ კი სამი თვის ხარჯები.
ჰოდა, ვინც ამის შემდეგ იმას იტყვის, რომ საქართველოში სიტუაცია უფრო კარგი “ბედნიერი შემთხვევისა და იღბლის გამო არისო”, ეს თვითონ მთქმელისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფელი.
კვირის პალიტრა
ვააა… ატანა აღარ ექნება ფაშინიანს გახარიასი…😂
ეს იმიტომ რომ ჩვენი გიორგი ნაღდია, და არა ფარსი. წარმატებები გიორგის ახლა ქვეყნისათვის ეკონომიური განვითარების კუთხით
👍👍
ქართველებზე აქვთ სომხებს სწორება ყველაფერში.მაგრამ ფაშინიანისგან არ გამოვიდა მიშა და ვერც გახარია გამოვა.სომხებს გენეტიკურად არ შეუძლიათ რადიკალური რეფორმების კეთება.
გახო მაგარია.
მადლობა ღმერთს თქვენმა გაზეთმა რაღაც პოზიტიური დაწერა.ცოტა მეტი პატივი ეცით საკუთარ თავს და გამომცემლობას,გაურკვეველი წარმოშობის კიკიმორების ნააზრევი არავის აინტერესებს,წესით არც თქვენ უნდა ბეჭდავდეთ
გახარია მაჰგარი გვყვავს ნადმვილად
გახარია ვისაც არ მოწონს დაეხეს ერთ ადიგლას რა
ხო მოგწონს გახარია, ხოდა დაეხიე სირზე ჯერ შენ, მერე შენი ოჯახის წევრები. რატო ბრაზდები? ხომ არ მითქვამს მე დამეხიეთქო..
პეტრეს პავლე სჯობდა, პავლეს კიდე ძაღლის ქაქიო… ისეა ამათი საქმე. სხვა არ ვიცი და სადაა 50 თეთრიანი პირბადე??
პირველ რიგში მადლობა “ალია”-ს ამ სტატიისათვის.
სსრკ-ს დროს, თბილისის “დინამოსა” და ერევნის “არარატს” გულშემატკივართა შორის, მუდამ მწვავე დაპირისპირება იყო. ჩვენს ქალაქშიც (ბოლნისში) ცხოვრობდა”არარატის” თავგადადებული გულშემატკივარი, ხნიერი კაცი, სახელად ველო. ცნობილია, რომ “დინამო” უმეტეს შემთხვევაში უგებდა ხოლმე “არარატს”. ჰოდა, ყოველ წაგებაზე გულდაწყვეტილი ველო იტყოდა ხოლმე, “კტრვეცი, კტრვეცი. ტეხნიკას ხომ უნი”-ო. ანუ “წავაგეთ, წავაგეთ. ტექნიკა ხომ გვაქვს”-ო. ასეთ დღეში ყოფილა საწყალი ფაშინიანიც. “მერე რა რომ ქართველებთან შედარებით სომხები ბევრად მეტნი იხოცებიან, სამაგიეროდ სოციალ-ეკონომიკური დონე გვაქვს მაღალიო”. ვაი მაგათ თავს, უბედურს.
ალია მალია გზა აგერია
gaxarias moutkan debili dedistraki da m8s momxrewbs
თქვენ თუ უწმაწური სიტყვებით ილაპარაკეთ ამით გახარიას არაფერი არ დააკლდება ქართველების უმეტესობსდ პირველად მოსწონს. ესპრემიერი .ივანიშვილი5ავისი თავის მტერი. იქნ3ბა თუ სხვას მოიყვანს
997128 253717I conceive this site has got some real wonderful details for every person : D. 149433
622515 880389Youd superb suggestions there. I did a research about the problem and identified that likely almost anyone will agree with your internet page. 506717
116255 282440This sort of considering develop change in an individuals llife, building our Chicago Pounds reduction going on a diet model are a wide actions toward producing the fact goal in mind. lose weight 325535
532346 737102Hiya! Great weblog! I happen to be a day-to-day visitor to your site (somewhat more like addict ) of this web site. Just wanted to say I appreciate your blogs and am searching forward for much more to come! 205650
791974 233671Very nice design and style and fantastic subject matter, very small else we want : D. 835646