„ფარცხალაძემ ბიუჯეტიდან 700 მილიონი მოიპარა და სახლში მალავს“- ხმაური ყოფილი პროკურორის სახლთან

ხმაური და დაპირისპირება წყნეთში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლთან. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მანღავდნენ, რომლებმაც ყოფილი პროკურორის სახლს ყვითელი ლენტი შემოაკრეს.

აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას განცხადევით, ფარცხალაძე სახლში მოპარულ 700 მილიონს მალავს.

აქციის ორგანიზატორებისვე განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძის სახლში დაუყონებლივ უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და გამოიძიონ 700 მილიონის მითვისების სკანდალი რომელიც ნავთობკორპორაციების დღგ-ს სკანდალს უკავშირდება.

ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებიც მოქალაქეებს სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

“ბოტასის ქურდმა ფარცხალაძემ ბიუჯეტიდან 700 000 მილიონი მოიპარა და სახლში მალავს”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.