ფანასკერტელზე ავარიისას დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რეგიონულ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 20 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და დამატებითი კვლევები უტარდება.

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში მყოფ გოგოს დაეჯახა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. eko

    მოკლედ რაა, ეხლა სკვერშიც ვერ უნდა დაჯდეს ბავშვი?! ქუჩაში გიჟებივით რომ დადიან ეს მანქანები, აწყვეტილები, ისე აღმუვლებენ მანქანას, ისეთ ხმაზე, რომ ბავშვები ყოველ ჯერზე ფეთდებიან. ღამის 3 საათზე ჩაძინებულს რომ გაგეღვიძება, ან მაწანწლა ძაღლების გაუთავებეული ყეფისგან, ან უაზროდ აღმუვლებული მანქანისგან, რა კარგია არა?!. და მერე, გეკითხებიან, ნევროზი რატომ გაქვსო?! გზებზე ეს კამერები ტყულადაა დამაგრებული? ვერ ხედავს პატრული, რომ მანქანა დიდი სიჩქარით მიდის და თან “ეგონკავება” მსგავს მანქანას ან მოტოს?!

    1. კოტე

      ეს ანონიმური ხომ კარგადაა, რეებს წერს!

      1. ანონიმური

        kargad roarviko ocnebas mivcendi xmas

      2. ანონიმური

        oo kote wocebis monav gamochda

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.